უკრაინელებმა რუსეთში A-60 თვითმფრინავს და რამდენიმე სხვა სამიზნეს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა 25 ნოემბრის ღამეს მტრის არაერთ სამიზნეს დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა, სპეციალური ოპერაციების ძალებთან, საზღვაო ფლოტის სანაპირო სარაკეტო ძალებთან და უპილოტო სისტემების ძალებთან თანამშრომლობით, „ბარსის“ რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატებისა და „ნეპტუნის“ ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით, წარმატებული დარტყმები განახორციელეს რუსი აგრესორის რამდენიმე სტრატეგიულ სამიზნეზე“, - აცხადებენ სამხედრო-საზღვაო ძალებში.

მათი ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგში, თვითმფრინავების სარემონტო ქარხანა და უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი ობიექტი დაზიანდა.

ბერიევის საავიაციო ქარხანაზე თავდასხმის დროს, სავარაუდოდ, ექსპერიმენტული A-60 ტიპის თვითმფრინავი დაზიანდა. ეს ქარხანა ასევე ახორციელებს ДРЛО А-50 ტიპის თვითმფრინავების და რუსული Ту-95МС ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენების შეკეთებას და მოდერნიზებას.

გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა წარმატებით გაანადგურეს ნავთობტერმინალი „შესხარისი“ ნოვოროსიისკში და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „ტუაფსე“ რუსეთის კრასნოდარის მხარეში. წინასწარი ინფორმაციით, ნოვოროსიისკში განადგურდა ნავთობის გადამამუშავებელი აღჭურვილობა (მოწყობილობები ნავთობის ტანკერებში ჩასატვირთად და გადმოსატვირთად) და С-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გამშვები.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი