საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, ADB-მ, WUR-მა და CAREC-ის ქვეყნების აგრარულმა უნივერსიტეტებმა ურთიერთგაგების  მემორანდუმს მოაწერეს ხელი

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა - აზიის განვითარების ბანკთან (ADB), ვაგენინგენის უნივერსიტეტსა (ნიდერლანდები) და კვლევით ფონდთან (WUR Partnership), ასევე, CAREC-ის ქვეყნების აგრარულ უნივერსიტეტებთან ერთად - ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერის ღონისძიება, რომელზეც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს წარმოადგენდენ აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი ლიანა თარგამაძე და ამავე ფაკულტეტის პროფესორი ნინო ჩხარტიშვილი, ბიშკეკში შედგა.

დეკანის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ADB-თან, WUR-თან და CAREC-ის ქვეყნების აგრარული უნივერსიტეტების ქსელთან პარტნიორობა უზრუნველყოფს მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკების საქართველოში ინტეგრაციას, რაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მისცემს შესაძლებლობას აქტიურად ჩაერთოს CAREC-ის რეგიონული გამოწვევების გადაჭრაში, განსაკუთრებით კლიმატის ცვლილების, წყლის რესურსების მართვისა და სურსათის უსაფრთხოების მიმართულებით. როგორც პროფესორი ლიანა თარგამაძე აცხადებს, ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობა უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების მხრივ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც მიმართულია კვლევითი და საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაძლიერებისკენ. მისივე თქმით, მემორანდუმის მიზანია რეგიონული განათლების, კვლევისა და ინოვაციების პლატფორმის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს თანამედროვე აგროტექნოლოგიების, მდგრადი სოფლის მეურნეობისა და ეკოლოგიური ინოვაციების განვითარებას. თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას, განახორციელებენ ერთობლივ კვლევით პროექტებს და სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გაცვლის პროგრამებს.

„ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც წამყვანი საინჟინრო-ტექნიკური და ტექნოლოგიური უმაღლესი სკოლა ჩვენს ქვეყანასა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში, CAREC-ის ქვეყნების რეგიონული ქსელის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წევრი ხდება, რაც აძლევს შესაძლებლობას აქტიურად ჩაერთოს ჭკვიანი სოფლის მეურნეობის კვლევაში, გააძლიეროს საერთაშორისო თანამშრომლობა და ამით ხელი შეუწყოს ინოვაციების შექმნა-გავრცელებას საქართველოს აგრარულ სექტორში. ჩვენი დელეგაციის ვიზიტის მიზანს ასევე წარმოადგენდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აქტიური მონაწილეობა აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტში - „მწვანე უნარების განვითარების გაძლიერება CAREC პროგრამის ფარგლებში“. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განაგრძობს რეგიონალურ ინიციატივებში აქტიურ მონაწილეობას და ქმნის საფუძველს, რომ საქართველო გახდეს მნიშვნელოვანი ჰაბი CAREC სივრცეში. საგულისხმოა, რომ ADB-ის პროექტის ფარგლებში, ვაგენინგენის უნივერსიტეტი ამზადებს შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამას, რომელშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია“, - აცხადებს ლიანა თარგამაძე.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო