კაია კალასი - რუსეთის „დიდ რვიანში“ დაბრუნება ნამდვილად არ უნდა მოხდეს - ჩვეულ რეჟიმში ვეღარ დავბრუნდებით, როგორ წარმოგიდგენიათ ეს?

სამშვიდობო გეგმამ რუსეთისთვის ხელახალი შეჭრა შეუძლებელი უნდა გახადოს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა BBC Radio 4-თან ინტერვიუში განაცხადა.

„თუ გვინდა, რომ ეს სამუდამოდ დასრულდეს, რუსეთის მხრიდან დათმობებზე წასვლა ნამდვილად გვჭირდება“, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ეს მიდგომა რუსეთს საერთაშორისო შეთანხმებების პატივისცემისა და სამხედრო ძალების შემცირებისკენ მოუწოდებს.

„არ შეიძლება უბრალოდ გქონდეთ სიტუაცია, როდესაც სხვა ქვეყანაში შეიჭრები და პასუხისმგებლობა არ გეკისრება“, - აღნიშნა კალასმა.

ამასთან, რუსეთის „დიდ რვიანში“ ხელახლა გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ნამდვილად არ უნდა მოხდეს.

„ეს ნამდვილად არ უნდა მოხდეს. ჩვეულ რეჟიმში ვეღარ დავბრუნდებით. როგორ წარმოგიდგენიათ ეს?“ - განაცხადა კალასმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი