რუმინეთში რუსული დრონი იპოვეს

რუმინეთში რუსული დრონი იპოვეს, რომელიც ქვეყანაში სავარაუდოდ, 25 ნოემბერს დღის დასაწყისში შეიჭრა. ამის შესახებ რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა, იონუტ მოშტეანუმ განაცხადა.

მოშტეანუს თქმით, რუსული დრონი ვასლუის ოლქში აღმოაჩინეს (მოლდოვის საზღვართან) და სავარაუდოდ, იგივე დრონია, რომელიც რუმინეთის საჰაერო სივრცეში 25 ნოემბერს დილით შეიჭრა და რადარების მიერ იქნა შემჩნეული.

ამავე ინფორმაციით, დრონს საბრძოლო ნაწილი არ ჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ მისი ჩამოგდების ნებართვა ჰქონდათ, შესაძლო ზიანის ასარიდებლად რუმინელმა და გერმანელმა პილოტებმა, მას არ ესროლეს.

თავდაცვის მინისტრმა რუსული დრონის შესახებ მაშინ გაიგო, როდესაც ავიაბაზაზე იმყოფებოდა, სადაც ამერიკელ სამხედროებთან ერთად მადლიერების დღე უნდა აღენიშნა.

“ეს ზეიმის დღე უნდა ყოფილიყო. ზეიმის დღე არ არის. რუსული დრონის მორიგი შემოჭრა, რუმინეთისთვის რუსეთის მხრიდან ახალი გამოწვევაა. დრონის, რომლის ჩამოგდებასაც რუმინული არმია და გერმანული Eurofighter [საბრძოლო თვითმფრინავები] ცდილობდნენ”, - განაცხადა მოშტეანუმ.

მინისტრის თქმით, მან სულ ცოტა ხნის წინ გაიგო რუსული დრონის შესახებ და მხოლოდ წინასწარი ინფორმაცია გააჩნია, რომ დრონი ვალსუის ოლქში ჩამოვარდა და მას საბრძოლო ნაწილი არ გააჩნდა. მოშტეანუმ აღნიშნა, რომ შემდგომი ნაბიჯების კოორდინაციისთვის ის ვადაზე ადრე ბრუნდება ბუქარესტში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი