სემეკის დავალებით, „თელასის“ მიერ  მაღალი ძაბვის ქვესადგური „კრწანისი“ აშენდა

თბილისის ელექტრომომარაგების გაუმჯობესებისათვის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დავალებით, სს „თელასმა“ ახალი მაღალი ძაბვის ქვესადგური „კრწანისი“ ააშენა. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვესადგურის მშენებლობა 2024-2029 წლების საინვესტიციო გეგმის ფარგლებში განხორციელდა. გაწეული ინვესტიციის მოცულობამ 24 მილიონ ლარს გადააჭარბა.

სემეკ-ის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, ქვესადგური სემეკის წევრებთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან, ვახტანგ ცინცაძესთან ერთად დაათვალიერა. ასევე, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო ქვესადგურის გახსნის ღონისძიებაში.

„ახალი ქვესადგურის მშენებლობის საჭიროება ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა. ქვესადგური გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლების მიერთებისა და ორთაჭალა-კრწანისი-ტაბახმელის კვანძში ელექტროენერგიის ხარისხის პარამეტრების გაუმჯობესების საშუალებას იძლევა.

მაღალი ძაბვის ქვესადგური „კრწანისი“ აღჭურვილია მაღალი საიმედოობის მოწყობილობებით, მათ შორის ორი ძალოვანი ტრანსფორმატორით. ქვესადგურის ოპერატიული მართვის პუნქტსა და მაღალი ძაბვის გამანაწილებელ მოწყობილობაში გამოყენებულია თანამედროვე ევროპული მაღალი ძაბვის ელეგაზური და ვაკუუმური ელექტროდანადგარები, რეალური დაცვის ავტომატიკის და სიგნალიზაციის უახლესი მიკროპროცესორული ტერმინალები, ასევე აშენდა 1400 მეტრი სიგრძის 35 კვ ძაბვის საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზები. ქვესადგურის დადგმული სიმძლავრე 50 მეგავატია.

ქვესადგური აღჭურვილია სახანძრო სიგნალიზაციის მონიტორინგისა და სხვა საჭირო სისტემებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს