საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანიის ფარგლებში ძალადობის მსხვერპლ ქალებს შეხვდნენ

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან თანამშრომლობით სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ბენეფიციარებთან შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ამავე ცნობით, შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოს მკაცრი პოლიტიკის თაობაზე და ბენეფიციარებს პროკურატურის მიერ გატარებული რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

„შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. ბენეფიციარებმა შეკითხვები დასვეს მათთვის საინტერესო საკითხებზე, მათ შორის, მსხვერპლთა უფლებების დაცვისა და სამართალწარმოების პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე, რაზეც პროკურატურის წარმომადგენლებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალიზებულმა პროკურორებმა, ასევე მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორმა ბენეფიციარებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მომზადებული საინფორმაციო ბროშურები გადასცეს”, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება