კირ სტარმერი - გრძელდება მუშაობა განახლებული სამშვიდობო გეგმის დასახვეწად, ევროპასთან და ნატო-სთან დაკავშირებული ელემენტები წევრების თანხმობას მოითხოვს - მხოლოდ ერთი ერია, რომელსაც ომი სურს, რომელმაც უკანონო შეჭრა დაიწყო

გრძელდება მუშაობა განახლებული სამშვიდობო გეგმის დასახვეწად. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა თემთა პალატაში განაცხადა.

სტარმერის თქმით, აშშ-ის თავდაპირველი 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა მოიცავდა პუნქტებს, რომლებიც "მიუღებელი იყო", მაგრამ ასევე რამდენიმე მნიშვნელოვან ელემენტს მოიცავდა, რომლებიც "არსებითი მნიშვნელობის იქნება სამართლიანი და მყარი მშვიდობისთვის".

მან აღნიშნა, რომ ამ ომის დასასრულებლად ნებისმიერი შეთანხმება "სამართლიანი" და "მყარი" უნდა იყოს.

"შემიძლია თემთა პალატა დავარწმუნო, რომ მუშაობა მიმდინარეობს ამ გეგმის დასახვეწად", - განაცხადა სტარმერმა.

მისი თქმით, სამართლიანი და მყარი მშვიდობის მისაღწევად საჭიროა რამდენიმე პირობის დაკმაყოფილება, კერძოდ: "უკრაინის სუვერენიტეტი უნდა შენარჩუნდეს", "უკრაინას უნდა შეეძლოს მომავალში საკუთარი თავის დაცვა", "უკრაინისა და მისი მომავლის შესახებ უკრაინის მიერ უნდა განისაზღვროს" და "ევროპასთან და ნატოსთან დაკავშირებული ელემენტები ევროპისა და ნატოს წევრების თანხმობას მოითხოვს".

რუსეთზე საუბრისას სტარმერმა აღნიშნა, რომ "მხოლოდ ერთი ერია, რომელსაც ეს ომი სურს, მხოლოდ ერთი ერია, რომელმაც ეს უკანონო შეჭრა დაიწყო".

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო