რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე Bloomberg-ის მასალაზე - უიტკოფს ხშირად ვესაუბრები, მაგრამ საუბრების შინაარსზე კომენტარს არ ვაკეთებ - ვიღაც ავრცელებს, ვიღაც უსმენს, მაგრამ ჩვენ არა, ალბათ, მიზანი ხელის შეშლაა

უიტკოფი მოსკოვში მომავალ კვირას ჩამოვა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.

„რაც შეეხება უიტკოფს, შემიძლია იმის თქმა, რომ მომავალ კვირას მისი მოსკოვში ვიზიტის შესახებ წინასწარი შეთანხმება მიღწეულია. ის და აშშ-ის ადმინისტრაციის კიდევ რამდენიმე პირი, რომლებიც უკრაინის საკითხებზე მუშაობენ, მოსკოვში ჩამოვლენ“, - განაცხადა უშაკოვმა.

უშაკოვი გამოცემა Bloomberg-ის მიერ მასსა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შორის გამართული სატელეფონო საუბრის ჩანაწერების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „მიზანი ალბათ, აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობებისთვის ხელის შეშლაა“.

„უიტკოფს ხშირად ვესაუბრები, მაგრამ საუბრების შინაარსზე კომენტარს არ ვაკეთებ. არ ვიცი საიდან გავრცელდა. ვიღაც ავრცელებს, ვიღაც უსმენს, მაგრამ ჩვენ არა. ალბათ, მიზანი ხელის შეშლაა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამის გაკეთების მიზანს ურთიერთობების გაუმჯობესება წარმოადგენდეს. ახლა ურთიერთობები რთულად ვითარდება, მათ შორის მსგავსი კონტაქტების მეშვეობით“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ.

შეგახსენებთ, Bloomberg-მა გამოაქვეყნა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი პუტინის თანაშემწეს, იური უშაკოვს, ურჩევდა, როგორ შეეძლო რუსეთს დონალდ ტრამპისთვის „სამშვიდობო შეთანხმების“ შესახებ თავისი წინადადებების საუკეთესოდ წარდგენა. ის ასევე აქვეყნებს უშაკოვსა და პუტინის სპეციალურ წარმომადგენელ კირილ დმიტრიევს შორის საუბარსაც, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ ე.წ. 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“ პუტინის თანაშემწეებმა მოამზადეს და უიტკოფს ის საკუთარ ნამუშევრად უნდა წარედგინა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი