ქუთაისში „აგროჰაბის“ ახალი ფილიალი გაიხსნა

26 ნოემბერს ქუთაისში „აგროჰაბის“ ახალი ფილიალი გაიხსნა. მთავარი კონცეფცია უცვლელია, რაც გულისხმობს ყოველდღიურად ფილიალების „აგროჰაბის“ წარმოების, ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტებით, ასევე „აგროჰაბის“ ფერმებიდან და სასათბურე მეურნეობიდან ხორცით და ბოსტნეულით მომარაგებას.

„აგროჰაბი“ მეტია ვიდრე ჰიპერმარკეტი - ეს არის კვების პროდუქტების გარშემო შექმნილი ეკოსისტემა, რომელიც აერთიანებს საკუთარ წარმოებას, პროდუქტების უმაღლეს ხარისხს და სრულფასოვან სამომხმარებლო გამოცდილებას. მოხარულები ვართ, რომ „აგროჰაბი“ უკვე ქუთაისშიც გაიხსნა და კიდევ ერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. ამაყი ვარ, რომ 2016 წელს შევქმენით კომპანია, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში, მომხმარებელს სთავაზობს უცვლელ ხარისხს, რაც ჩვენი დიდი გუნდის დამსახურება და მთავარი საზრუნავია.

ქუთაისის ფილიალში დასაქმებულია 300-ზე მეტი ადგილობრივი თანამშრომელი, აქედან 100 ადამიანი ადგილზე არსებულ საწარმოში, სადაც ყოველდღიურად 1000-ზე მეტი დასახელების პროდუქტი მზადდება. მომხმარებელს აქ დახვდება შიდა და გარე საპარკინგე სივრცე, სავაჭრო დარბაზი და კაფე-ტერასა.

განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო ქუთაისის შენობის დიზაინი, რომელიც არქიტექტურულმა კომპანია „სტუდია 9“-მ დააპროექტა და გვაქვს ამბიცია, რომ ეს შენობა-ნაგებობაც, ჩვენი სანაპიროს ფილიალის შენობის მსგავსად, რომელიც 2025 წელს ყველაზე პრესტიჟული არქიტექტურული საერთაშორისო კონკურსის Architizer A+Awards-ის გამარჯვებული გახდა, არ დარჩება ყურადღების მიღმა და ასევე დაიმსახურებს საერთაშორისო აღიარებას“, - განმარტავს „აგროჰაბის“ დამფუძნებელი აკაკი ახვლედიანი.

2025 წელი „აგროჰაბისთვის“ მნიშვნელოვანი წელი აღმოჩნდა. თბილისში დაემატა ორი ახალი ობიექტი - გლდანში და საბურთალოზე, ჭილაძის ქუჩაზე და ახლა უკვე ქუთაისში.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება