„საქართველოს ბანკი“ Step Energy-სთან პარტნიორობით რეგიონულ ფილიალებს მზის ენერგიით მოამარაგებს

„საქართველოს ბანკი“, როგორც გარემოს დაცვასა და მდგრადი პრაქტიკების დანერგვაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკმა, Step Energy-სთან პარტნიორობით, საქართველოს ბანკის ფილიალების მზის ელექტროსადგურებში გამომუშავებული ელექტროენერგიით მომარაგება დაიწყო.

Step Energy ქართულ და საერთაშორისო ბაზარს 2020 წლიდან სთავაზობს მწვანე ენერგიის ელექტროსადგურების განვითარებას. კომპანიამ თავდაპირველად, როგორც მზის ენერგიის კომპანიამ, ბაზარს განახლებადი მზის ენერგია შესთავაზა. ახლა კი მომხმარებელს ენერგიის დამაგროვებლების განვითარებას, ელექტრო პარკინგის მოწყობას და ენერგოეფექტურ გადაწყვეტილებებში დახმარებასაც სთავაზობს.

“საქართველოს ბანკთან ერთად პროექტი 2025 წლის სექტემბრიდან გააქტიურდა და პარტნიორი კომპანიისთვის, ამ შემთხვევაში საქართველოს ბანკისთვის, წლიურად დაახლოებით 4,400,000 კვტ.სთ ენერგიის მიწოდებას გულისხმობს. უშუალოდ Step Energy-სთან პარტნიორობით მიღებული ენერგია რეგიონებში საქართველოს ბანკის ფილიალების ელექტროენერგიის მოხმარების 51%-ს დაფარავს. ჩვენ განახლებადი ენერგიის ელექტროსადგურების განვითარების ხანგრძლივი გამოცდილება და ღრმა ცოდნა გვაქვს პროექტების წარმოების მთელ ციკლში. როგორც EPC კომპანია, ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები პროექტის განვითარების მთელ გზაზე, დაპროექტებიდან აღსრულებამდე. Step Energy მჭიდროდ თანამშრომლობს ინვესტორებთან და პარტნიორებთან მაღალპროდუქტიული მზის ელექტროსადგურების და ენერგიის დამაგროვებლების პროექტირების და მშენებლობის ეტაპებზე საქართველოსა და რეგიონში“,- აცხადებს Step Energy -ს თანადამფუძნებელი, მარკ სანდლერი.

"საქართველოს ბანკის როლი გარემოს დაცვის საკითხში ძალიან დიდია. აღნიშნული პროექტი ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ, ვმოქმედებთ პასუხისმგებლობით როგორც საოპერაციო საქმიანობის, რაც გულისხმობს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას და განახლებადი ენერგიის გამოყენებას, ასევე მწვანე დაფინანსების გზით. განახლებადი ენერგიის მოხმარებით, ჩვენ აქტიურად ვამცირებთ სათბური აირების ემისიებს, გრძელვადიან პერსპექტივაში კი ეს გადაწყვეტილება მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენს ხედვასთან - შევამციროთ გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა, ვიქცეთ მაგალითად სხვა ორგანიზაციებისთვის და ეფექტიანად ვუპასუხოთ მომავლის გამოწვევებს“,- აცხადებს ლიზი შუბითიძე, საქართველოს ბანკის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერი.

„Step Energy-სთან პარტნიორობა წარმოადგენს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც პირდაპირ კავშირშია ბანკის ოპერაციული მდგრადობის გაძლიერებასთან. რეგიონულ ფილიალებში უწყვეტი და საიმედო ენერგომომარაგების უზრუნველყოფა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. განახლებად ენერგიაზე გადასვლა ნიშნავს, არა მხოლოდ ნახშირბადის კვალის შემცირებას, არამედ ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ზრდას და გრძელვადიან პერსპექტივაში ოპერაციული ხარჯების ოპტიმიზაციას. ეს პროექტი თანამედროვე ენერგეტიკული გადაწყვეტილებების ჩვენს არსებულ ინფრასტრუქტურაში წარმატებული ინტეგრაციის ნათელი მაგალითია და საფუძველს უყრის მომავალში განახლებადი ენერგიის წყაროების კიდევ უფრო ფართოდ დანერგვას ჩვენს ქსელში“, -აცხადებს გიორგი დვალიძე, საქართველოს ბანკის ინფრასტრუქტურის მართვის დეპარტამენტის დირექტორი.

საქართველოს ბანკი ESG ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს, რადგან მიზნად ისახავს განახლებადი ენერგიის წყაროებზე სრულად გადასვლას. მწვანე დაფინანსების, ენერგოეფექტურობისა თუ ნარჩენების მართვის გზით კი საქართველოს ბანკი ბაზარზე ლიდერულ პოზიციებს ინარჩუნებს.

ინფორმაციისთვის, 2024 წელს საქართველოს ბანკის მწვანე პორტფელის მოცულობამ 1,024 მილიონი ლარი შეადგინა.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება