ირაკლი კირცხალია - ერთი ძალა ცდილობს, მაქსიმალურად ანტისახელმწიფოებრივად იმოქმედოს და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს თემას ბინძური სპეკულაციით როგორმე ხელი შეუშალოს, რაც ნამდვილად არ გამოუვათ

ერთი ძალა ცდილობს, მაქსიმალურად ანტისახელმწიფოებრივად იმოქმედოს და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს თემას თავისი ბინძური სპეკულაციით როგორმე ხელი შეუშალოს, რაც დამერწმუნეთ, ნამდვილად არ გამოუვათ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას „იგლ ჰილსთან“ დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ცალკეული ჯგუფები მუდმივად ცდილობენ ყველა მნიშვნელოვანი პროექტის დისკრედიტაცია მოახდინონ.

„სამწუხაროდ, ასეთ დადებით მოვლენებთან ერთად, ქვეყანაში მოქმედებს ერთი დიდი ჯგუფი, არ მინდა დავყო და არც პარტია ვუწოდო მას, არც არასამთავრობო ორგანიზაცია. ისინი ჩვენს ქვეყანაში ყველა დადებით მოვლენაზე წლების მანძილზე ცდილობენ, როგორმე ამ ყველაფრის დისკრედიტაცია მოახდინონ და ყველაფერი გააკეთონ თავიანთ დამკვეთებთან ერთად, რომ ქვეყნის განვითარებას ხელი შეუშალონ. გავიხსენებ ყველა სახელმწიფოებრივ თემას, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა და ყველა იმ დიდ პროექტს, რომელიც შეიძლება შეფერხდა გარკვეული ძალების მხრიდან. იგივე მცდელობა ჰქონდათ და აქვთ ამ უმნიშვნელოვანეს პროექტთან მიმართებითაც. ერთი ძალა ცდილობს, მაქსიმალურად ანტისახელმწიფოებრივად იმოქმედოს და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს თემას თავისი ბინძური სპეკულაციით როგორმე ხელი შეუშალოს, რაც დამერწმუნეთ, ნამდვილად არ გამოუვათ“,-განაცხადა კირცხალიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს