გიორგი შარაშიძე - მინდა გამოსვლა კომპლიმენტით დავიწყო, ირაკლი კობახიძეს ძალიან კარგად გამოსდის კონკრეტული სამშენებლო კომპანიის გაყიდვების, გნებავთ მარკეტინგის მენეჯერობა

მინდა გამოსვლა კომპლიმენტით დავიწყო. ირაკლი კობახიძეს ძალიან კარგად გამოსდის კონკრეტული სამშენებლო კომპანიის გაყიდვების, გნებავთ მარკეტინგის მენეჯერობა, - ასე მიმართა „გახარია საქართველოსთვი“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომელიც პარლამენტში „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით დეპუტატების დასმულ კითხვებს ინტერპელაციის ფორმატში პასუხობს.

როგორც მან აღნიშნა, ირაკლი კობახიძე დიდი ენთუზიაზმით საუბრობს იმ დაგეგმილ მოგებაზე, რაც შეიძლება კომპანია „იგლ ჰილსმა“ მიიღოს საქართველოში.

„მინდა გამოსვლა კომპლიმენტით დავიწყო ბატონ მომხსენებელთან. ძალიან კარგად გამოსდის კონკრეტული სამშენებლო კომპანიის გაყიდვების, გნებავთ მარკეტინგის მენეჯერობა. მინდა მოვუწოდო ამ სფეროში ჩართულ ბევრ ადამიანს, განსაკუთრებით საქართველოში, დაკვირვებით მოუსმინონ და უყურონ ბატონი კობახიძის გამოსვლას, თუ როგორი ენთუზიაზმით საუბრობს იმ დაგეგმილ მოგებაზე, რაც შეიძლება ამ კომპანიამ, „იგლ ჰილსმა“ მიიღოს საქართველოში განხორციელებული პროექტების შედეგად“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

გიორგი შარაშიძის განცხადებას, საკუთარ გამოსვლაში უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და როგორც აღნიშნა, „კოორდინირებულია მესიჯი, თითქოს საქართველოს მთავრობა ამ პროექტის მარკეტინგითაა დაკავებული“.

„რაც შეეხება საზოგადოებისთვის ინფორმაციის გაზიარებას, მე არ ვიცი, სად გადის ზღვარი საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებასა და მარკეტინგს შორის. ესეც კოორდინირებული მესიჯია, თითქოს ჩვენ ვართ დაკავებული ამ პროექტის მარკეტინგით. ჩვენ საზოგადოებას ვუზიარებთ დეტალურ ინფორმაციას ამ პროექტთან დაკავშირებით. როდესაც სათქმელი არაფერია, რა თქმა უნდა, ზოგადი მესიჯებით უნდა შემოიფარგლონ. არაერთხელ მოვისმინე სატელევიზიო გამოსვლები, სოცმედიაში გაშვებული ვიდეორგოლები და ა.შ. რასაც ჩვენი ოპონენტები ატრიალებენ ამ პროექტთან დაკავშირებით, მათ შორის მოვისმინე კომენტარი იმ ვიდეორგოლთან დაკავშირებით, რომელიც პირადად მე გავავრცელე. საერთოდ არ შედიან შინაარსში. თუ შედიან - იტყუებიან. არცერთი ადამიანისგან არ მომისმენია ამ ჩვენი ინფორმაციის დეტალური კომპეტენტური გარჩევა“, - განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი