კერძო სახლი თუ ბინა - რომელია უკეთესი არჩევანი?

უძრავი ქონების შეძენისას ყველა ერთი და იმავე შეკითხვის წინაშე დგება — ბინა ავირჩიოთ თუ კერძო სახლი? ორივე მათგანს თავისი დადებითი მხარეები აქვს და არჩევანი იმაზეა დამოკიდებული, თუ ცხოვრების როგორ სტილს ანიჭებთ უპირატესობას. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში თბილისსა და მის შემოგარენში ორივე ტიპის საცხოვრებელი სივრცეები აქტიურად ვითარდება და არჩევანიც დიდია, განსაკუთრებით პრემიუმ სეგმენტში.

ბინის მთავარი უპირატესობა მისი პრაქტიკულობაა. თუ ამ ტიპის უძრავ ქონებას ქალაქის ცენტრში შეიძენთ, მაშინ სამსახურამდე, სკოლამდე თუ სავაჭრო ობიექტამდე მისასვლელად ძალიან ცოტა დროს დახარჯავთ. თუმცა, პერიფერიულ უბნებშიც აქტიურად ვითარდება ინფრასტრუქტურა და იქ მაცხოვრებლებისათვის კომფორტული გარემო იქმნება.

თანამედროვე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსები მულტიფუნქციურ ინფრასტრუქტურას მოიცავს, რაც მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს ისარგებლონ ყველა საჭირო სერვისით სახლიდან გაუსვლელად ისარგებლონ. ამის კარგი მაგალითია საცხოვრებელი კომპლექსი კრწანისში - Outlook Forest “მატერიასგან”. 28 სართულიანი შენობებიდან ქალაქზე პანორამული ხედები იშლება, თუმცა უპირატესობა მხოლოდ ეს არ არის — კომპლექსის ტერიტორიაზე პადელის კორტების, პარკის, სავარჯიშო დარბაზისა და Rooftop აუზის მოწყობაა დაგეგმილი, რაც მაცხოვრებლებს აქტიური ცხოვრების წესის შენარჩუნებისა და სოციალიზაციის შესაძლებლობას მისცემს.

მოიჯარეები უპირატესობას ანიჭებენ ისეთ აპარტამენტებს, რომლებიც ინფრასტრუქტურულად განვითარებულ უბანში მდებარეობს, კომპაქტური და მყუდროა. ამრიგად, ინვესტირება უძრავ ქონებაში, კერძოდ კი ბინების სეგმენტში მომგებიანი გადაწყვეტილებაა თუ შემოსავლის მიღებას გაქირავებით გეგმავთ.

კერძო სახლის უპირატესობა სრული პრივატულობაა, კედლის მიღმა მეზობლის ხმას ვერ გაიგებთ, მუსიკის მოსმენას ბოლო ხმაზე შეძლებთ და არც ცეკვისაგან შეიკავებთ თავს იმის შიშით, რომ ქვედა სართულზე მცხოვრები ოჯახი შეწუხდება. გამწვანებული და მოწესრიგებული ეზოც ყველას ოცნებაა, განსაკუთრებით იმ ოჯახების, რომლებსაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავს.

კერძო სახლი უფრო მეტ თავისუფლებას მოგცემთ. მას საკუთარი გემოვნების მიხედვით დააპროექტებთ, ეზოში იმ მცენარეებს დარგავთ, რომლებზეც ალერგიული არ ხართ და ოჯახის ზრდის შემთხვევაში, ოთახის დამატებასაც შეძლებთ.

კერძო დასახლებით ძალიან საინტერესოა პროექტი Tabakhmela Estates “მატერიასგან”, რომელიც ტაბახმელაში, 8 ჰექტრიან ტერიტორიას მოიცავს. გეგმის მიხედვით, 24 საათის განმავლობაში დაცული, დახურული კონცეფციის საცხოვრებელი სივრცე შეიქმნება, სადაც სპორტული მოედნები, რეკრეაციული ზონები და საბავშვო ინფრასტრუქტურა მოეწყობა. შეგიძლიათ შეიძინოთ 600-დან 1500 კვ.მ-მდე მიწის ნაკვეთი და ოცნების სახლი აიშენოთ.

დაინტერესების შემთხვევაში, დეტალურ ინფორმაციას კომპანიის ვებგვერდიდან მიიღებთ, ან ეწვიეთ გაყიდვების ოფისს მისამართზე: ქ. თბილისი ვასილ ბარნოვის ქუჩა #84.

კომპანიის შესახებ: მატერია დეველოპერული კომპანიაა, რომელიც გამორჩეული კონცეფციის საცხოვრებელ კომპლექსებს ქმნის. იგი ბაზარზე ცნობილი ბრენდის, Outlook Development-ის რებრენდინგის შედეგად ჩამოყალიბდა.

პროექტების სამშენებლო მიმართულებას კვლავ Outlook Construction უძღვება — კომპანია, რომელსაც ამ სფეროში 15-წლიანი გამოცდილება აქვს. ეს გამოცდილება დადასტურებულია ისეთი წარმატებული პროექტებით, როგორიცაა სრულად გაყიდული “Outlook Vake” და ახალი პროექტი “Outlook Forest”.

Outlook Development-ის რეპუტაცია მატერიას თითოეული პროექტის ხარისხისა და სანდოობის გარანტიაა.

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო