პრემიერი - უნდა გადაიხედოს სწავლის ხანგრძლივობა უნივერსიტეტებში, ეს არ ეხება გამონაკლის მიმართულებებს - ყველა სხვა მიმართულებით შეიძლება შეიკვეცოს სწავლების ხანგრძლივობა, გვინდა შემოვიღოთ 3+1+1 სისტემა

უნდა გადაიხედოს სწავლის ხანგრძლივობა უნივერსიტეტებში - ყველა სხვა მიმართულებით შეიძლება შეიკვეცოს სწავლების ხანგრძლივობა. გვინდა შემოვიღოთ 3+1+1 სისტემა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მისივე თქმით, აღნიშნულ ცვლილებას დამატებითი ეფექტი ექნება, დაახლოებით 30 ათასი ადამიანით გაიზრდება სამუშაო ძალის რაოდენობა ქვეყანაში.

„როდესაც ვსაუბრობთ ოპტიმიზაციაზე, აქ ვფიქრობთ, უნდა გადაიხედოს სწავლის ხანგრძლივობა უნივერსიტეტებში. ეს არ ეხება გამონაკლის მიმართულებებს, სამედიცინოს პირველ რიგში, სადაც ხანგრძლივობა დიდი უნდა იყოს. ყველა სხვა მიმართულებით შეიძლება შეიკვეცოს სწავლების ხანგრძლივობა. გვინდა შემოვიღოთ 3+1+1 სისტემა.

თუ სტუდენტს სურს აკადემიური საქმიანობის გაგრძელება, მაგალითად სადოქტორო პროგრამაზე მოგვიანებით სწავლის გაგრძელება, ამ შემთხვევაში იქნება გახანგრძლივებული 2-წლიანი მაგისტრატურა, რომელიც უნდა დაამთავროს შესაბამისმა სტუდენტმა.

ყველაზე კარგად ვარ გარკვეული იურიდიული განათლების სისტემაში. შემიძლია დაგარწმუნოთ, 3 წელში შესაძლებელია ყველა ძირითადი საგნის გავლა, ასევე შესაძლებელია 10-მე დამატებითი არჩევითი საგნის გავლა სტუდენტების მიერ სპეციალიზაციის მიხედვით. 3 წელი იურისტისთვის სავსებით საკმარისია, რომ მიიღოს საბაზისო ცოდნა. იგივე ეკონომიკურ, სოციალურ და ჰუმანიტარულ მიმართულებაზე.

ამას დამატებითი ეფექტი ექნება, დაახლოებით 30 ათასი ადამიანით გაიზრდება სამუშაო ძალის რაოდენობა ქვეყანაში, როდესაც 1 წლით ადრე დაასრულებენ სტუდენტები სწავლას. როგორც მოგეხსენებათ, ეკონომიკა სწრაფად ვითარდება, გვაქვს სწრაფი ტემპი. ბევრი მიმართულებით არის სამუშაო ძალის დეფიციტი. შრომის ბაზრის გამდიდრება გვჭირდება და ამ კუთხითაც საინტერესოა ეს ცვლილება“,- აღნიშნა პრემიერმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი