ირაკლი კობახიძე - დღეს სტუდენტების 95%-ზე მეტი თბილისში სწავლობს, რაც დედაქალაქში ჭარბ დატვირთვას იწვევს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს სტუდენტების 95%-ზე მეტი თბილისში სწავლობს, რაც დედაქალაქში ჭარბ დატვირთვას იწვევს.

როგორც კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას, განათლების რეფორმაზე საუბრისას განმარტა, მთავრობას სურს აქცენტი გაკეთდეს ქუთაისსა და რუსთავში ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაზე, რაც აღნიშნულ ქალაქებს განვითარებაში დაეხმარება და შექმნის ახალ შესაძლებლობებს.

„პირველი გამოწვევა, რომელიც ჩვენ განვსაზღვრეთ, უკავშირდება უმაღლესი განათლების სისტემის ჭარბ გეოგრაფიულ კონცენტრაციას. ეს არის გამოწვევა არა კონკრეტულად უმაღლესი განათლების სისტემისთვის, არამედ ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის გამოწვევა ქვეყნის, რეგიონების თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ჭრილში. ვფიქრობ, უმაღლესი განათლების სისტემის დეკონცენტრაციას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა ქვეყნის თანაბარი განვითარებისთვის, მათ შორის კონკრეტული რეგიონების სწრაფი განვითარებისთვის, მათ შორის იმ დემოგრაფიული პრობლემების აღმოფხვრისთვის, რომელიც კონკრეტული ქალაქების და რეგიონების წინაშე განსაკუთრებული სიმძაფრით დგას. დღეს სტუდენტების 95%-ზე მეტი სწავლობს ქვეყნის დედაქალაქში,რაც დედაქალაქში წარბ დატვირთვას იწვევს. ამ პირობებში, სათანადოდ არ არის დატვირთული ჩვენი ქვეყნის სხვა მნიშვნელოვანი ქალაქები. ძირითადად, ეს ქუთაისს და რუსთავს ეხება. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია სისტემის დეკონცენტრაცია. კონკრეტულად, გვინდა აქცენტი გავაკეთოთ 2 ქალაქის მიმართულებით ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაზე, ეს არის ქუთაისი და რუსთავი. კონკრეტულად, რუსთავის მიმდებარე ტერიტორია, რაც აღნიშნულ 2 ქალაქს განვითარებაში დაეხმარება და შექმნის ახალ შესაძლებლობებს ამ 2 ქალაქის განვითარებისთვის. რაც შეეხება ქუთაისს, გვინდა ქუთაისი ჩამოყალიბდეს, როგორც რიგით მეორე საგანმანათლებლო კერა ჩვენს ქვეყანაში. დღეს არის ერთი წამყვანი კერა, ეს არის თბილისი და გვინდა ქუთაისი ვაქციოთ რიგით მეორე კერად ამ მიმართულებით, ამისთვის უნდა შეიქმნას ქუთაისში სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა, რაც არის ამ გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ასევე მთავრობას სურს განვითარდეს რეგიონული უნივერსიტეტების რესურსები ყველა მიმართულებით, რაც ეხება ინფრასტრუქტურას, საერთო საცხოვრებლებს და ა.შ.

„ეს იმისთვის, რომ რეგიონულმა უნივერსიტეტებმა მეტი სტუდენტის მიღება შეძლონ. საბოლოოდ, ეს გამოიწვეს იმას, რომ მკვეთრად შემცირდება თბილისის წილი სტუდენტების რაოდენობაში. ვფიქრობთ, 60%-მდე უნდა ჩამოვიდეს თბილისში სტუდენტების წილი და დანარჩენი 40% უნდა გადანაწილდეს სხვა ქალაქებზე, პირველ რიგში, ქუთაისზე და სხვა რეგიონულ უნივერსიტეტებზე“, - განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი