ტატა ხვედელიანი ირაკლი კირცხალიას - თქვენ კულტურას ვერ გვასწავლით, რაც არ უნდა თითის ქნევით გვესაუბროთ - ჩვენ გასწავლით კულტურას და ღირსეულ ოპონირებას

თქვენ განათლებაზე საუბარი კი გინდოდათ, მაგრამ ფაქტია - აქ „იგლ ჰილსის“ რეკლამირებისთვის გამოგიშვეს პრემიერ-მინისტრად წოდებული ადამიანი, - ასე მიმართა „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა პრემიერს, ირაკლი კობახიძეს, რომელსაც პარლამენტში ინტერპრეტაციის წესით უწევენ.

ამასთან, მან მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ირაკლი კირცხალიას, რომ რაც არ უნდა თითის ქნევით ესაუბროს მათ, კულტურას ვერ ასწავლიან, „მისი გუნდის ესთეტიკა და კულტურა მისთვის გაუგებარია“.

„პირველ რიგში, მინდა ჩემს კოლეგას გამოვეხმაურო, ბატონო ირაკლი [ირაკლი კირცხალია] თქვენ მე კულტურას ვერ მასწავლით, რაც არ უნდა თითის ქნევით გვესაუბროთ აქ. მე მესმის, რომ ჩემი და ჩემი გუნდის ესთეტიკა და კულტურა თქვენთვის გაუგებარია, თქვენ „ნაცებზე“ ხართ მიჩვეული და იშველიებთ ასევე „ნაცებს“ ამ დარბაზში საუბრისას. ჩვენ გასწავლით კულტურას და გასწავლით ღირსეულ ოპონირებას, საქართველოს მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე ამ დარბაზში მუშაობას.

[რაც შეეხება ირაკლი კობახიძის მოსმენას] თქვენ განათლებაზე საუბარი კი გინდოდათ, მაგრამ ფაქტია - აქ „იგლ ჰილსის“ რეკლამირებისთვის გამოგიშვეს პრემიერ-მინისტრად წოდებული ადამიანი.

განათლების რეფორმის მიზნად დასახული გაქვთ უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება.

თავი რომ დავანებოთ კითხვას, რა კორელაცია აღმოაჩინეთ უმაღლესი განათლების ხარისხს და საგანმანათლებლო პროგრამების რეგიონულ განშლას შორის... და დავუშვათ, წარმოვიდგინოთ, რომ ასეთი მიზან შედეგობრივი კავშირი მართლაც არსებობს: ვთქვათ, დავიჯერეთ, რომ ფიზიკის ფაკულტეტის თუ გადავიტანთ თბილისიდან ქუთაისში - სწავლების ხარისხი ავტომატურად 100 და 200 %-ით გაუმჯობესდება. ამ უცნაურ დაშვებაში არ გედავებით. მხოლოდ მაინტერესებს: ამ რეფორმით სტუდენტების კონკრეტულად როგორი განაწილების მიღება არის მიზანი: რეფორმის შედეგად როგორ უნდა გადანაწილდეს სტუდენტების რაოდენობა თბილისს და ბათუმს, თბილისს და ქუთაისს შორის? რომელ ქალაქს უნდა ჰყავდეს ყველაზე მეტი სტუდენტი - რა გათვლა გაქვთ ამაზე და რა მიზანს უნდა მიაღწიოთ?“ - აღნიშნა ტატა ხვედელიანმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა: „როცა აქ შემოხვედით, გითხარით - „მოგიწევთ თავის მართლება, რომ არ ხართ „ნაცები“, ახლა მოგიწევთ გაეცნოთ ქცევის წესებს - აუცილებლად დაგეხმარებით, რომ კულტურულად მოიქცეთ, ამის პირობას გაძლევთ“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი