ირაკლი კობახიძე - უნდა მოხდეს კვლევითი ინსტიტუტების საუნივერსიტეტო სისტემასთან რეალური ინტეგრაცია - კვლევის დაფინანსების ახალი სისტემა უნდა შემოვიღოთ

მნიშვნელოვანია, კვლევითი ინსტიტუტების საუნივერსიტეტო სისტემასთან რეალური ინტეგრაცია - კვლევის დაფინანსების ახალი სისტემა უნდა შემოვიღოთ, რომელიც მთლიანად უნივერსიტეტებთან იქნება ინტეგრირებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით, დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

კობახიძის თქმით, ამჟამად სწავლებასა და კვლევას შორის კავშირი სუსტი და ფორმალურია.

“ჩვენ არ გვაქვს თანამედროვე სტანდარტების სასწავლო პროგრამები, სახელმძღვანელოები. აქაც რადიკალურად უნდა შეიცვალოს ვითარება. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია კვლევითი ინსტიტუტების გაძლიერება და მათი საუნივერსიტეტო სისტემასთან რეალური ინტეგრაცია.

დღეს ეს ინტეგრაცია ფორმალურია. ის რეალური და თვისებრივი უნდა იყოს. უნდა შემოვიღოთ კვლევის დაფინანსების ახალი სისტემა, რომელიც მთლიანად ინტეგრირებული უნდა იყოს უნივერსიტეტებთან. დღეს არის ცალკე განყენებული ფონდი, განათლების სამინისტროს ქვეშ, რომელიც კონკრეტულ პროექტებს საგრანტო განაცხადების საფუძველზე აფინანსებს.

ვფიქრობთ, რომ ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს. მთლიანად უნდა იყოს კვლევის დაფინანსების სისტემა ინტეგრირებული სახელმწიფო უნივერსიტეტებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი