ირაკლი კირცხალია გახარიას პარტიის დეპუტატებს - გილოცავთ, 2 საათში მეორედ ჩაგივარდათ თავის მართლების მცდელობა, რომ არ ხართ „ნაცები“ - ყოველთვის მიგითითებთ და გასწავლით კულტურას, სანამ არ მიეჩვევით, სად სხედხართ! გახსოვდეთ, ვინ ხართ!

გილოცავთ, 2 საათში, მეორედ ჩაგივარდათ თავის მართლების მცდელობა, რომ არ ხართ „ნაცები“ - ვინც უმრავლესობა წარმოვადგენთ, ჩვენი დამსახურებით სხედხართ აქ, ამიტომ მიგითითებთ და გასწავლით ყოველთვის კულტურას! გახსოვდეთ, ვინ ხართ. ჩვენ ამას შეგახსენებთ მანამ, სანამ არ მიეჩვევით ქცევის სწორ წესებს, კულტურას, კულტურულად საუბარს და სანამ რეალურად არ გაისისხლხორცებთ, სად სხედხართ, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კირცხალიამ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატ, სოფო ხორგუანს მიმართა, რომ ძალიან მალე მოირგო ე.წ. დეპუტატის სკამი.

„თქვენ [სოფო ხორგუანი] დასვით კითხვა: სად ვართ დღეს. ჩვენ სად ვართ დღეს, ძალიან კარგად ვიცით, ჩვენ ჩვენი ქვეყნის სამსახურში ვართ. ძალიან კარგად ვიცით, სად ხართ თქვენ. კითხვა: სად ხართ? უნდა დაუსვათ თქვენს სტიპენდიატ ლიდერს ქვეყნის გარეთ და გაგცემთ პასუხს, სად ხართ დღეს თქვენ.

სად ხართ თქვენ დღეს? - ამ დარბაზში 1 თვეა რაც შემოხვედით. გაგახსენებთ, თქვენი შემოსვლის დღეს რაც გითხარით, ერთი წამით არ გქონდეთ იმის ილუზია არცერთ თქვენგანს, რომ თქვენ აქ შემოხვედით იმ ლეგიტიმაციით, რომელი ლეგიტიმაციაც საზოგადოებამ მოგანიჭათ 2024 წლის არჩევნებში, ეს ძალიან კარგად ვნახეთ თვითმმართველობის არჩევნებში. მადლობა გაქვთ გადასახდელი თითოეული ჩვენგანისთვის, რომ პატივი ვეცით თქვენივე მოტყუებულ ამომრჩეველს, რომ მოგეცით უფლება აქ მსხდარიყავით. რაღაც ძალიან მალე მოირგეთ ე.წ. დეპუტატის სკამი. ჩვენი გადასაწყვეტი იყო სწორედ.

ქალბატონო, თამარ [ხვედელიანი], ჩვენ თქვენ კულტურას ვერ კი არა, არ გასწავლით. კულტურა ვინც აღგზარდათ ოჯახში, ინსტიტუტში მათ უნდა გასწავლონ. ჩვენ გასწავლით აქ როგორ არის ქცევის წესები, გასწავლით და შეხსენებით იმის, თუ რა ძალას წარმოადგენთ რეალურად.

და ბოლოს, გილოცავთ, 2 საათში, მეორედ ჩაგივარდათ თავის მართლების მცდელობა რომ არ ხართ „ნაცები“. თითოეული თქვენი სიტყვა, კითხვა, დაზუსტება, გამოსვლა არის სწორედ ის აგენტურული და მოღალატეობრივი ნარატივი, რომელ ნარატივზეც ისხედით, ატყუებდით საზოგადოებას, რაღაც სხვა ძალა ბრძანდებოდით. თითოეული ჩვენგანის, ვინც უმრავლესობა წარმოვადგენთ, ჩვენი დამსახურებით სხედხართ აქ, ამიტომ მიგითითებთ, ამიტომ გასწავლით ყოველთვის კულტურას. გახსოვდეთ, ვინ ხართ. ჩვენ ამას შეგახსენებთ მანამ, სანამ არ მიეჩვევით ქცევის სწორ წესებს, კულტურას, კულტურულად საუბარს და სანამ რეალურად არ გაისისხლხორცებთ, სად სხედხართ“, - აღნიშნა კირცხალიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს