სემეკის წევრები Energy Community-ს ხელმძღვანელს შეხვდნენ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრები, გიორგი ფანგანი და დავით თვალაბეიშვილი ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) სამდივნოს დირექტორს, არტურ ლორკოვსკის შეხვდნენ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ცნობით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ენერგეტიკული რეფორმის მიმდინარეობის განხილვა და თანამშრომლობის შემდგომი მიმართულებების განსაზღვრა.

„შეხვედრის ფარგლებში სემეკ-ის წევრებმა ხაზი გაუსვეს ენერგეტიკული ბაზრების ეტაპობრივი გახსნის მნიშვნელობას, ყურადღება გაამახვილეს საბაზრო მექანიზმების სრულყოფისა და გარდამავალ პერიოდში საჭირო ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობაზე, რაც საქართველოს მხრიდან ხორციელდება.

მხარეებმა იმსჯელეს ბაზრების ლიბერალიზაციის პროცესზე, მარეგულირებელი ჩარჩოს გაძლიერებასა და ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებზე. ამასთანავე, შეთანხმდნენ 2026 წლისთვის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკ-ის შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები და ენერგეტიკული გაერთიანების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, სალომე ჯანელიძე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს