კაია კალასი - პუტინს ბრძოლის ველზე თავისი მიზნების მიღწევა არ შეუძლია, ამიტომ შეეცდება მათ მოლაპარაკებების გზით მიაღწიოს - ნებისმიერი შეთანხმება რუსეთის მხრიდან დათმობებს უნდა მოიცავდეს

პუტინს ბრძოლის ველზე თავისი მიზნების მიღწევა არ შეუძლია, ამიტომ შეეცდება მათ მოლაპარაკებების გზით მიაღწიოს , - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგგარეშე შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ყველას გვსურს, რომ ეს ომი დასრულდეს, მაგრამ ასევე, მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ დასრულდება იგი. უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ერთი აგრესორია და ერთი მსხვერპლი. პირველი ნაბიჯი სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს. თუმცა, ამჟამად არანაირი ნიშანი არ არის იმის, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა“, - განაცხადა კაია კალასმა.

მისი თქმით, „მოსაზრება, რომ უკრაინა მარცხდება, მცდარია“.

„ნებისმიერი შეთანხმება რუსეთის მხრიდან დათმობებს უნდა მოიცავდეს. უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ რუსეთმა თავდასხმა აღარასდროს განახორციელოს“, - აღნიშნა კალასმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი