თაზო დათუნაშვილი - კობახიძის პარლამენტში ინტერპელაცია იყო ყველაზე ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი დისფუნქციურია დღეს ე.წ. ხელისუფლება

კობახიძის პარლამენტში ინტერპელაცია იყო ყველაზე ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი დისფუნქციურია დღეს ე.წ. ხელისუფლება და როგორ არაფერს აღარ აქვს უკვე ამ ქვეყანაში ფასი, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რითაც ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მოსმენას გამოეხმაურა.

თაზო დათუნაშვილის განცხადებით, პარლამენტში Eagle hills-ის პროექტთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის არაკომპეტენტური და არაზუსტი შეფასებები მოვისმინეთ.

„ქვეყანაში, სადაც 700 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველია, სადაც კატასტროფულად იზრდება პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების ფასები, სადაც უსახლკაროების რაოდენობის კატასტროფული მაჩვენებელია, 300 000-ზე მეტი ბავშვი შიმშილობს, განათლება უკიდურესად მძიმე ვითარებაშია, ამ ქვეყანაში პრემიერ-მინისტრი ინტერპელაციით საქართველოს პარლამენტში მიდის, რომ ილაპარაკოს დეველოპერულ პროექტზე, რომელსაც არაბები ახორციელებენ კრწანისში და გონიოში. ეს ფაქტი არის უდიდესი კატასტროფა, რომელიც ამ ქვეყანას სჭირს.

კობახიძე ამ საკითხთან მიმართებაში უბრალოდ არაკომპეტენტურია. დღეს მოვისმინეთ არაზუსტი მონაცემები, არაზუსტი შეფასებები. დღეს ჩვენ გავიგეთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ ესმის, რას ნიშნავს ინვესტიცია. მით უმეტეს, არ ესმის, რას ნიშნავს პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. არ ესმის, რას ნიშნავს განსხვავება მოგებასა და ინვესტიციას შორის. აბსოლუტური სიგიჟეების მთელი კასკადი მოვისმინე.

ამ ცოდვილობის, რასაც დღეს რიცხვებთან მიმართებაში კობახიძე აკეთებდა, არ გვჯერა. საქართველოს მოქალაქეებს აინტერესებთ, ჩვენი მიწა რატომ სხვისდება და სად არის ამის შესაბამისი ინვესტიცია. საქართველოს მოქალაქეებს მათ შორის აინტერესებთ ამ პროექტის სოციალური მდგენელი და აინტერესებთ პოლიტიკური, დემოგრაფიული და ყველა სხვა მდგენელი, რაც შეიძლება მას მოჰყვეს.

დაბოლოს, მთავარი ტყუილი არის ის, რომ იქ ვინც იცხოვრებს, თურმე 80% საქართველოს მოქალაქეები იქნებიან, ეს არის ტყუილი. შეუძლებელია იქ ჩვეულებრივი რიგითი ქართველი ცხოვრობდეს, როცა კვადრატულის ფასი 5 ათასი დოლარია. ეს ტყუილია და არავითარ შემთხვევაში არ დაიჯეროთ“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი