სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა

სტრასბურგში მყოფი საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო ფლაერტის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისსა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას.

„ადამიანის უფლებათა კომისარი დეტალურად გაეცნო სახალხო დამცველის დამოკიდებულებას საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით ამჟამად არსებული მდგომარეობის შესახებ; განიხილეს ასევე, მიმდინარე და ბოლო დროს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის, „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ საპარლამენტო ინიციატივა, რომლის ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებთან შესაბამისობაში მოსაყვანად სახალხო დამცველის აპარატი ინტენსიურად მუშაობს; ისაუბრეს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის და პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ საპროტესტო აქციებზე დაკავებულ პირთა მდგომარეობაზე, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მუშაობის პირობებზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს