კანადის საგარეო მინისტრი - უკრაინასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, მათ შორის მისი ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით, მხოლოდ უკრაინამ უნდა მიიღოს

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანიტა ანანდის თქმით, უკრაინასთან და მის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხოლოდ უკრაინამ უნდა მიიღოს.

„კანადა მხარს უჭერს უკრაინას და მის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ უკრაინასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება, მათ შორის მისი ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით, მხოლოდ უკრაინამ უნდა მიიღოს,“ - აღნიშნა კანადის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრეი სიბიგას ესაუბრა.

„ვცდილობთ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას და მის მიერ კანონის უზენაესობის, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებს. აუცილებელია მუდმივად ყურადღება მივაქციოთ ამ გადაწყვეტილებების გავლენას ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოზე“, - აღნიშნა ანიტა ანანდმა.

მისი თქმით, ეს საკითხი აქტიურად განიხილება მომავალ კვირას ბრიუსელში დაგეგმილ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო