თანამედროვე სამყაროში, სადაც ურთიერთობები და კომუნიკაცია დიდწილად განსაზღვრავს წარმატებას როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში, ემოციურმა ინტელექტმა კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა.
კვლევების მიხედვით ემოციურ ინტელექტთან დაკავშირებულ უნარებზე მოთხოვნა შემდეგ ხუთ წელიწადში 26%-ით გაიზრდება.
“ფლომასტერის” ეფექტური კომუნიკაციის ტრენინგში (ICCP) ემოციურ ინტელექტს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რადგან ის ეხმარება მონაწილეებს უკეთ გაიგონ საკუთარი და სხვების ემოციები და რთულ კომუნიკაციებში სიმშვიდე შეინარჩუნონ. ემოციური ინტელექტის გამოყენებით მონაწილეები სწავლობენ, როგორ მართონ კონფლიქტები, მოახდინონ გავლენა და დაარწმუნონ ადამიანები ისე, რომ თავიდან აიცილონ დაძაბულობა.

ემოციური ინტელექტი (EQ) არის ადამიანის უნარი ამოიცნოს, გაიგოს და მართოს საკუთარი ემოციები, ასევე გაიგოს და გავლენა მოახდინოს სხვების ემოციებზე.
მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანებს შეუძლიათ სწრაფად ამოიცნონ საკუთარი გრძნობები სხვადასხვა სიტუაციაში - იციან რა იწვევს მათ სიხარულს, ფრუსტრაციას ან გაღიზიანებას. ისინი ასევე ემოციურად დატვირთულ სიტუაციებშიც კი ახერხებენ იმპულსური რეაქციების შეკავებას და გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებას.

რაც შეეხება ემპათიას, ემოციურად ინტელექტუალური ადამიანებს არა მხოლოდ ესმით სხვების სიტყვები, არამედ "კითხულობენ" არავერბალურ სიგნალებს - სახის გამომეტყველებას, ხმის ტონს, სხეულის ენას.
ემოციური ინტელექტი ხუთ ძირითად კომპონენტს მოიცავს:
თანამედროვე სამუშაო გარემოში ემოციური ინტელექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კვლევები აჩვენებს, რომ მაღალი EQ-ის მქონე თანამშრომლები:

ეფექტური კომუნიკაცია არ გულისხმობს მხოლოდ სიტყვების სწორად შერჩევას. ის მოითხოვს ემოციურ კავშირს, ურთიერთგაგებასა და ნდობას. ხშირად ადამიანებს ახსოვთ არა ის, თუ რა მოისმინეს თქვენგან, არამედ როგორ აგრძნობინეთ მათ თავი.
როგორ გამოვიყენოთ ემოციური ინტელექტი კომუნიკაციისას?
აქტიური მოსმენა ემოციური ინტელექტის საფუძველია. მაღალი EQ-ის მქონე ადამიანები არა მხოლოდ სიტყვებს უსმენენ, არამედ ყურადღებას აქცევენ ხმის ტონს, პაუზებს, სხეულის ენას და იმას, რაც მოსაუბრემ შესაძლოა სიტყვებით სულაც არ გამოხატოს.
რას ნიშნავს აქტიური მოსმენა:
კონფლიქტები გარდაუვალია ნებისმიერ ურთიერთობაში. ემოციური ინტელექტი საშუალებას გაძლევთ დაინახოთ სიტუაცია სხვადასხვა პერსპექტივიდან, შეინარჩუნოთ სიმშვიდე სტრესული სიტუაციის დროს და იპოვოთ კონსტრუქტული გადაწყვეტილებები, რომლებიც ყველა მხარეს აკმაყოფილებს.

კვლევების მიხედვით, მენეჯერების 75% კანდიდატის დაწინაურებამდე მის ემოციურ ინტელექტსაც აფასებს. წარმოიდგინეთ, რომ შეხვედრაზე ორი კოლეგა კამათობს — ერთისთვის მთავარი არის სიჩქარე, მეორისთვის კი ხარისხი. დაბალი EQ-ის მქონე ლიდერი სწრაფად აწესებს საკუთარ გადაწყვეტილებას და ორივე თანამშრომელს გულგატეხილს ტოვებს. მაღალი EQ-ის მქონე ლიდერი კი უსმენს ორივეს, არკვევს მათ მოტივებს (ერთს აწუხებს დედლაინის გაცდენა, მეორეს — რეპუტაციის შესაძლო ზიანი) და სთავაზობს გადაწყვეტილებას, რომელიც ორივე ინტერსს აერთიანებს.
როდესაც ადამიანები გრძნობენ, რომ მათი ესმით და აფასებენ, ისინი მზად არიან გახსნილად ისაუბრონ და თქვენი არგუმენტებიც გაითვალისწინონ. ნდობა ამცირებს თავდაცვით პოზიციას და ზრდის მზადყოფნას თანამშრომლობისთვის — სწორედ ეს არის დარწმუნების საფუძველი. “ფლომასტერის” ტრენინგებზე ხშირად ვამბობთ, რომ ემოციური ინტელექტი ნდობის ატმოსფეროს შექმნაში დიდ როლს თამაშობს.
გავლენიანი ლიდერები და კომუნიკატორები ემოციურ ინტელექტს იყენებენ იმისთვის, რომ შთააგონონ და მოტივაცია მისცენ სხვებს. ისინი ხედავენ, რა ამოძრავებს თითოეულ ადამიანს — შიში, ამბიცია, პასუხისმგებლობა თუ აღიარების სურვილი — და ამის შესაბამისად აწყობენ საკუთარ მესიჯს.
წარმოიდგინეთ, რომ ცდილობთ კოლეგა ახალი სტრატეგიის განხორციელებაში დაარწმუნოთ, ის კი წინააღმდეგია. თუ ეტყვით, რომ გესმით მისი პოზიცია და ისიც, თუ რატომ იკავებს თავს ამ ნაბიჯის გადადგმისგან, უფრო მაღალია იმის ალბათობა, რომ საბოლოოდ მისი დარწმუნება შეძლოთ.
ემოციური ინტელექტი არ არის თანდაყოლილი თვისება - ის შეიძლება განვავითაროთ და გავაუმჯობესოთ. გთავაზობთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას:
ემოციური ინტელექტი გავლენიანი კომუნიკაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. იგი გვეხმარება შევქმნათ კავშირები, ვიმოქმედოთ ეფექტურად კომპლექსურ სიტუაციებში და ჩვენს პირად და პროფესიულ ცხოვრებაში უკეთეს შედეგებს მივაღწიოთ.
(R)