Reuters - გვინეა-ბისაუში სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს

გვინეა-ბისაუში სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გვინეა-ბისაუში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე, ოთხშაბათს საღამოს, სამხედრო ოფიცრების ჯგუფის წარმომადგენელმა სახელმწიფო ტელევიზიის ეთერით განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით სამხედროებმა პრეზიდენტი, უმარო სისოკო ემბალო არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულეს და თანამდებობიდან გადააყენეს.

ასევე, სამხედრო ოფიცრებმა ქვეყანაში საარჩევნო პროცესი შეაჩერეს, საზღვრები დაკეტეს და კომენდანტის საათი დააწესეს.

სამხედროების განცხადებიდან მალევე პრეზიდენტმა ემბალომ France 24-ს განუცხადა, რომ „თანამდებობიდან გადააყენეს“.

ჯერჯერობით უცნობია დააკავეს თუ არა სამხედროებმა პრეზიდენტი.

საარჩევნო კომისიას კვირას გამართული არჩევნების წინასწარი შედეგები 27 ნოემბერს უნდა გამოეცხადებინა. საპრეზიდენტო არჩევნებში ემბალოს მეტოქე ოპოზიციის კანდიდატი, ფერნანდო დიასი იყო. არჩევნებში გამარჯვება ორივე კანდიდატმა წინასწარ გამოაცხადა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება