საკონსტიტუციო სასამართლოში, საქმეზე „გიორგი არობელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, არსებითი განხილვის სხდომა გაიმართება

საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, საქმეზე - „გიორგი არობელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, არსებითი განხილვა 27-28 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მოსარჩელისთვის პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სუბიექტების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობად მიიჩნევს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიმართ საპოლიციო ოპერაციის შეწყვეტის სიტყვიერ თხოვნას/მოთხოვნას, რომელიც არ წარმოადგენს შეურაცხყოფას“.

მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას არღვევს, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით.

„2025 წლის 27-28 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „გიორგი არობელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1726).

№1726 კონსტიტუციური სარჩელზე დავის საგანია: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა“ (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.

მოსარჩელისთვის პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სუბიექტების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობად მიიჩნევს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიმართ საპოლიციო ოპერაციის შეწყვეტის სიტყვიერ თხოვნას/მოთხოვნას (ვერბალურ მოწოდებას/პროტესტს, სპონტანურ მითითებას), რომელიც არ წარმოადგენს შეურაცხყოფას.

მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. კერძოდ, მოსარჩელის მითითებით, ერთი მხრივ, გასაჩივრებული რეგულაცია ვერ აკმაყოფილებს კანონის ხარისხობრივ მოთხოვნებს, ხოლო, მეორე მხრივ, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა არ არის აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში და არ ემსახურება ლეგიტიმური მიზნის მიღწევას.

მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ გასაჩივრებულ ნორმას აქვს მსუსხავი ეფექტი პირის გამოხატვის თავისუფლებაზე, რაც განპირობებულია სადავო ნორმაში ბუნდოვანი ტერმინების არსებობით. მისი პოზიციით, გასაჩივრებული რეგულაცია იმაზე მეტად ზღუდავს პირის გამოხატვის თავისუფლებას, ვიდრე ეს განსაზღვრული ჰქონდა კანონმდებელს და ვიდრე ეს აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო