კახა კალაძის განცხადებით, ნინუას ქუჩის N3-ში მდებარე მწვავე ავარიული კორპუსი ახლით ჩანაცვლდება

თბილისის მერიამ ნაძალადევის რაიონში, ნინუას ქუჩის N3–ში მდებარე მწვავე ავარიული საცხოვრებელი კორპუსის დაუყოვნებლივ ჩანაცვლების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ შენობას ავარიულობის მეოთხე ხარისხი აქვს მინიჭებული და რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება.

„ჩვენ გაკეთებული გვაქვს მოკვლევა მთელი ქალაქის მასშტაბით. დეტალურად ვიცით, სად რა მდგომარეობაა. არ არის დარჩენილი არც ერთი კორპუსი, სადაც ჩვენი შესაბამისი სამსახურები, გამგეობები არ ყოფილიყვნენ მისულები და არ შეგვეთავაზებინა პროგრამაში ჩართულობა, ასევე, იქ მცხოვრები ოჯახების ქირით უზრუნველყოფა. თავიდან იყო გარკვეული დაბრკოლებები. შესაბამისი მასშტაბით ვერ ვახორციელებდით სამუშაოებს, რადგან მოსახლეობა ნაკლებად გვთანხმდებოდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც პირველი პროექტები განხორციელდა, საზოგადოებამ დაინახა და დაიჯერა, რომ ჩვენ მათთვის სასიკეთო საქმე ვაკეთებთ და ავარიული საცხოვრებელი კორპუსების ნაცვლად, რომლებიც სიცოცხლისთვისაც კი საშიშია, მათ ახალ, გარემონტებულ საცხოვრებელ ფართებს გადავცემთ, მანამდე კი დროებით ქირით უზრუნველვყოფთ. დღეს ეს პროგრამა უკვე წარმატებით მიმდინარებს, ბევრი ავარიული კორპუსია ჩართული და იმედი გვაქვს, ჩართულობა კიდევ უფრო გაიზრდება”, - აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება ნინუას ქუჩის N3–ში მდებარე შენობას, დასრულებულია ექსპერტიზის კვლევა, რომლის დასკვნის მიხედვითაც, შენობის კონსტრუქციული მდგრადობა კრიტიკულია.

„დღეს ნაძალადევის რაიონში, ნინუას ქუჩის N3–ში მდებარე მწვავე ავარიული საცხოვრებელი კორპუსის საკითხს განვიხილავთ. აღნიშნულ შენობას მინიჭებული აქვს ავარიულობის მეოთხე ხარისხი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაგებობა უკვე აღარ ექვემდებარება რეაბილიტაციას. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კორპუსის ჩანაცვლების პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყოს. ასევე, დასრულებულია ექსპერტიზის კვლევა, რომლის დასკვნის მიხედვითაც, შენობის კონსტრუქციული მდგრადობა კრიტიკულია და მისი დაუყოვნებელი დემონტაჟი უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ჩანაცვლების პროგრამა ორი მიმართულებით ხორციელდება - პირველი, როდესაც მუნიციპალიტეტი უშუალოდ არის თანამონაწილე და მეორე, კერძო ინვესტორი ახორციელებს სამუშაოებს და აწარმოებს მოლაპარაკებებს ადგილობრივებთან.

მისივე თქმით, მოცემულ შემთხვევაში, არის კონკრეტული კომპანია, რომელიც განახორციელებს როგორც ძველი კორპუსის დემონტაჟს, ისე ახალი, თანამედროვე, სტანდარტებს შესაბამისი საცხოვრებელ სახლის მშენებლობას.

მერის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ავარიულ კორპუსში მცხოვრები 39 ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება ბინის ქირით, იმ ვადამდე, რაც ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას და გარემონტებას დასჭირდება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი