ჰონგ-კონგში საცხოვრებელ კომპლექსში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 55-მდე გაიზარდა

ჰონგ-კონგში საცხოვრებელ კომპლექსში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 55-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჰონგ-კონგის ხელისუფლების ცნობით, საავადმყოფოებში გადაყვანილი ათობით ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო 297 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.

ძლიერი სიცხისა და კვამლის გამო მეხანძრეები საცხოვრებელი კომპლექსის ზედა სართულებამდე მიღწევას ვერ ახერხებენ.

ხანძრის ჩაქრობის პროცესში 800-ზე მეტი მეხანძრე მონაწილეობს.

პოლიციაში განაცხადეს, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა, „უხეში დაუდევრობა“ იყოს.

მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ სამშენებლო კომპანიის სამი აღმასრულებელი დირექტორი დააკავა სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ბრალდებით, რომელიც დაკავშირებულია აალებადი მასალების - მათ შორის ბამბუკის და პოლისტიროლის ქაფის - გამოყენებასთან, რამაც შესაძლოა ხანძრის სწრაფად გავრცელება გამოიწვია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება