დაინტერესებული პირები დედაქალაქში მშენებარე ობიექტების შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად გადამოწმებას შეძლებენ

დღეიდან თბილისის ინტერაქტიულ რუკაზე განთავსდება მუნიციპალური ინსპექციის მიერ ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების, ასევე, მშენებარე ობიექტის შეჩერების შესახებ ინფორმაცია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული სამშენებლო ინიციატივა ხელს შეუწყობს მოქალაქეების უფლებების დაცვას, რომ მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება, ვიდრე შენაძენს გააკეთებენ და ფინანსურად არ დაზარალდნენ.

„უმნიშვნელოვანესია, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების საკუთრების უფლება, კეთილსინდისიერი მყიდველები და მათი უფლებები, რომლებიც უძრავი ქონების შენაძენს აკეთებენ მშენებარე თუ ახალაშენებულ ობიექტებში. ინიციატივის მიხედვით, დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა, საკადასტრო მონაცემებით, ელექტრონულად, ინტერაქტიურ რუკაზე გადაამოწმონ ინფორმაცია ინსპექციის მიერ ექსპლუატაციაში უკვე მიღებული ობიექტების შესახებ, ასევე, ინსპექციის მიერ მიმდინარე მშენებლობის შეჩერების შესახებ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს სამშენებლო კომპანიების პასუხისმგებლობის გაზრდას, თუმცა ამ მიზნით მუნიციპალიტეტის მერიას არაერთი ქმედითი ნაბიჯი აქვს უკვე გადადგმული.

„წლების წინ არსებობდა სამშენებლო კომპანიების მხრიდან დაზარალებული მოქალაქეების პრობლემა, რომლის გადასაჭრელად არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადავდგით. დაუმთავრებელი მშენებლობების პროგრამის ფარგლებში, ათასობით დაზარალებული მოქალაქე დავაკმაყოფილეთ. მშენებლობის მაღალი ხარისხის მისაღწევად და დარღვევების პრევენციისთვის, ასევე, გავამკაცრეთ სამშენებლო კონტროლი და ობიექტების ექსპლუატაციასთან დაკავშირებით მივიღეთ შესაბამისი ზომები. გატარებული ღონისძიებების შედეგად, მნიშვნელოვნად გაზრდილია სამშენებლო ობიექტების ექსპლუატაციაზე მომართვიანობა და შესაბამისად მიღების მაჩვენებელიც. აღნიშნული ინიციატივაც იქნება ერთგვარი მექანიზმი, რომ გაიზარდოს სამშენებლო კომპანიების პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება მომავალი მესაკუთრეების წინაშე, მშენებლობის პროცესში სრულყოფილად შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები და დაიცვან სანებართვო პირობები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი