თბილისის მერია - გიორგი სააკაძის მოედნიდან ვახუშტის ხიდამდე, დაგეგმილი სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა ღამის საათებში შეიზღუდება

გიორგი სააკაძის მოედნიდან ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები იწყება. დაგეგმილი სამუშაოების გამო, 28 ნოემბრის 00:00 საათიდან ორი კვირის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა მხოლოდ ღამის საათებში შეიზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„კერძოდ, შეზღუდვა იმოქმედებს ღამის 00:00 საათიდან - დილის 06:00 საათამდე პერიოდში, რა დროსაც, გიორგი სააკაძის მოედნის, გიორგი სააკაძის დაღმართისა და ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარკვეულ მონაკვეთებში საავტომობილო გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება.

სამუშაოების მიმდინარეობისას, გზის სავალი ნაწილის სამოძრაო ზოლები დროებით შევიწროვდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს