ადვოკატი - დღეს ასამართლებენ ადამიანებს, რომლებიც შიშველი ხელებით, საქართველოს დროშით ხელში იცავდნენ სამშობლოს ღირსებას - ასამართლებენ ქართველებს, რომლებმაც რუსულ იმპერიალიზმს უთხრეს „არა“

დღეს ასამართლებენ ქართველებს, რომლებმაც რუსულ იმპერიალიზმს უთხრეს „არა“ და სამშობლოს იცავდნენ სუფთა გულით - ბრალი არ ნიშნავს დანაშაულს - აღნიშნული ბრალი ნიშნავს, რომ ეს ადამიანები ისტორიის წინაშე მართლები იქნებიან, რადგან შიშველი ხელებით იცავდნენ სამშობლოს,- ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციების დროს დაკავებულების: ვლადიმერ გველესიანი, სერგო მეგრელიშვილის, ლაშა ივანაძის და გენადი კუპრეიშვილის ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, დღეს სასამართლოში ასამართლებენ სოციალურად დაუცველ ადამიანებს, რომლებიც წრფელი გულით იცავდნენ საქართველოს.

„დღეს ასამართლებენ ადამიანებს, რომლებიც შიშველი ხელებით, საქართველოს დროშით ხელში იცავდნენ ქვეყნისა და სამშობლოს ღირსებას.

დღეს ასამართლებენ ქართველებს, რომლებმაც რუსულ იმპერიალიზმს უთხრეს „არა“ და სამშობლოს იცავდნენ სუფთა გულით.

ბრალი არ ნიშნავს დანაშაულს - აღნიშნული ბრალი ნიშნავს, რომ ეს ადამიანები ისტორიის წინაშე მართლები იქნებიან, რადგან შიშველი ხელებით იცავდნენ სამშობლოს.

ეს ადამიანები არიან ღირსების პატიმრები, რადგან 4 ოქტომბერს პატრიოტი ქართველები მშვიდობიანად იცავდნენ სამშობლოს ღირსებას“,- წერს ლაშა ტყეშელაძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს