ნინო წილოსანი - 28 ნოემბერს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან სასოწარკვეთილი რადიკალები - შარშან სულ ტყუილად აყვირეს ხალხი რუსთაველზე, იმაზე დიდი აფერა არ არსებობს, რაც ევროკავშირისგან შეჩერებული პროცესის ირაკლი კობახიძისთვის გადაბრალებაა

28 ნოემბერს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან სასოწარკვეთილი რადიკალები - შარშან სულ ტყუილად აყვირეს და აჩხუბეს ხალხი რუსთაველზე, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებები პრემიერ-მინისტრის 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებამდე 5-6 თვით ადრე შეაჩერა და შემდეგ ირაკლი კობახიძეს „გადაბრალდა“.

„28 ნოემბერს ვნახავთ, რომ კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან სასოწარკვეთილი რადიკალები. სასოწარკვეთილი იმით, რომ ვერ მიაღწიეს თავის მიზანს, რომ ეს ქვეყანა გადაეცათ და ჩაებარებინათ დირექტიული მმართველობისთვის. 28 ნომრებიდან ერთი წელის სრულდება, როდესაც სულ ტყუილად აყვირეს და აჩხუბეს ხალხი რუსთაველზე იმისთვის, თითქოს, ირაკლი კობახიძის განცხადება გულისხმობდა მოლაპარაკებების შეჩერების პროცესს, რეალურად კი მათივე, მათ შორის, ევროკავშირის ელჩის წერილშიც კი ვკითხულობთ, რომ ეს პროცესი მათ 6-5 თვით ადრე ჰქონდათ შეჩერებული. ამიტომ ამაზე დიდი აფერა არ არსებობს, რაც მათი მხრიდან შეჩერებული პროცესის ირაკლი კობახიძის გადაბრალება არის. შესაბამისად, ერთი წლის თავზე, კიდევ შეიკრიბებიან ის მოტყუებული, თუ ძალით ამ პროცესში ჩართული ადამიანები, ვინც კიდევ ერთხელ იტყვიან, ძალიან გთხოვთ მოგვეცით დავალებები, დირექტივები, არ გვინდა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი,“ - განაცხადა წილოსანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს