„სემეკთან“ შეთანხმებით, მომდევნო 5 წელში გაზგამანაწილებელი კომპანიები  ჯამში 300 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებენ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების - შპს „თბილისი ენერჯის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“, შპს „თელავგაზისა“ და შპს „ეს ჯი გაზ-კომპანის“ 2026-2030 წლების საინვესტიციო გეგმები შეითანხმა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათი ცნობით, კომპანიების მიერ მომდევნო 5 წლის განმავლობაში განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობა ჯამში 307,093,676 ლარს შეადგენს.

„სემეკთან“ შეთანხმებული საინვესტიციო გეგმები მოიცავს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ პროექტებს.

შპს „თბილისი ენერჯი“ 2026-2030 წლებში 92,781,057 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. კომისიასთან შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების ფარგლებში კომპანია უზრუნველყოფს ქ. თბილისში გამანაწილებელი ქსელის საიმედოობასთან, მდგრადობასა და ეფექტიან ოპერირებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულებას.

შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ 2026-2030 წლებში 102,848,296 ლარის ინვესტიციას განახორციელებს, სს „საქორგგაზი“ – 105,756,241 ლარის, ხოლო შპს „თელავგაზი“ – 3,680,209 ლარის ინვესტიციას. საინვესტიციო პროექტები მოიცავს ქსელის საიმედოობასთან, მდგრადობასა და ეფექტიან ოპერირებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს. ამავე პერიოდისთვის შპს „ეს ჯი გაზ-კომპანის” მიერ განხორციელდება 2,027,873 ლარის ინვესტიცია”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება