ნინო წილოსანი - მე არ ვიქნებოდი ისეთი სასოწარკვეთილი და იმედგაცრუებული, როგორიც გერმანიის ელჩია - დროის და სხვადასხვა ბიუროკრატების პირობებში, გადაწყვეტილებები საუკეთესო კუთხითაც შეცვლილა

მე არ ვიქნებოდი ისეთი სასოწარკვეთილი და იმედგაცრუებული, როგორიც გერმანიის ელჩია - ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ დროის და სხვადასხვა ბიუროკრატების პირობებში, გადაწყვეტილებებიც თუ პოლიტიკური ნაბიჯებიც, საუკეთესო კუთხითაც შეცვლილა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, საქართველო კიდევ ერთხელ იტყვის თავის სიტყვას ევროკავშირის პირობებში, იმ შემთხვევაში, თუ თავად ევროკავშირს აქვს სერიოზულად გადაწყვეტილი, რომ იყოს ძლიერი და ობიექტური სამართლიანი კავშირი.

„საქართველო განსაკუთრებული შეტევის და შანტაჟის ობიექტია. ჩვენ მათი გარკვეული სრულიად უხამსი მოთხოვნები არ შევასრულეთ, თუნდაც, მათ შორის, ოჯახური ღირებულებების კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით და ამის ფონზე გარკვეული შანტაჟი, რა თქმა უნდა, ალბათ, ლოგიკურია. სწორედ ამის გაგრძელებას გამოხატავს გერმანიის ელჩის ეს განცხადება, რომლითაც კიდევ უფრო უნდა, რომ დაამძიმოს აღქმები, რომლებიც ქართველ ხალხში უნდა დაფორმირდეს. მე კიდევ ერთხელ მინდა დავარწმუნო როგორც ჩვენი მოქალაქეები, ასევე ჩვენი პარტნიორები, რომ საქართველო არის ერთ-ერთი გამორჩეული ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და არა მხოლოდ კანდიდატებს შორის, არამედ წევრ სახელმწიფოებს შორის. ვფიქრობ, საქართველო კიდევ ერთხელ იტყვის თავის სიტყვას ევროკავშირის პირობებში, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ თავად ევროკავშირს აქვს სერიოზულად გადაწყვეტილი, რომ იყოს ძლიერი და ობიექტური სამართლიანი კავშირი," - განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის, გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა „რადიო თავისუფლებასთან“ განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოსთან გაფართოებაზე აღარ მუშაობს.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, ევროპული საბჭო ამას დეკემბერში დაადასტურებს.

„გერმანია საქართველოსთან მიმართებაში გაფართოებაზე აღარ მუშაობს, ევროკავშირში ამაზე აღარავინ მუშაობს - დიდი ალბათობით, დეკემბერში, ევროპული საბჭო, ამას დაადასტურებს და საკითხი ქართული მხარის ქმედებების გამო დაიხურება,“ - განაცხადა ელჩმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება