ალექსანდრე ლუკაშენკო ვოლოდიმირ ზელენსკის - დაფიქრდით, როგორ შეინარჩუნოთ ის, რაც ახლა გაქვთ - ახლა ზღვაზე გასასვლელი გაქვთ, ოდესაც გაქვთ და ნიკოლაევიც, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება გაქრეს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ არსებული რეალობა უნდა გაითვალისწინოს და მოლაპარაკებები არ ჩაშალოს, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.

„ომის დაწყებისას ვურჩიე როგორ უნდა მოქცეულიყო. მაშინ რომ გაეთვალისწინებინა, ეს პუნქტები საჭირო აღარ იქნებოდა, ეს 28 პუნქტი ახლა არ იქნებოდა. თუ ვოლოდია ზელენსკის სურს უკრაინამ ამჟამინდელ საზრებში არსებობა გააგრძელოს, ფრონტის ხაზზე არსებული რეალობის გათვალისწინებით, მაშინ მოლაპარაკებებია საჭირო და არა მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლა“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

ლუკაშენკომ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, რომ გადაწყვეტილებები არსებული რეალობიდან გამომდინარე მიიღოს.

ასევე, მისი თქმით, უკრაინას ახლა ზღვაზე გასასვლელი აქვს, მაგრამ „შესაძლოა, ეს ასე აღარ იყოს“.

„არსებული რეალობიდან გამომდინარე, დაფიქრდით, თუ როგორ შეინარჩუნოთ ის, რაც ახლა გაქვთ. ახლა თქვენ ზღვაზე გასასვლელი გაქვთ, ოდესაც გაქვთ და ნიკოლაევიც, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება გაქრეს. ამიტომ, ყველაფერი უნდა აწონ-დაწონოთ და კარგად გააზრებული გადაწყვეტილებები მიიღოთ“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება