ზურაბ ჭავჭანიძე - მედროშეს მეძახიან, ევროკავშირის და საქართველოს დროშა რომ უჭირავს, ის ვარ მე - მშრალი შიმშილობა მაქვს გამოცხადებული - მე სოხუმში დავიღუპე, სიცოცხლეს მხოლოდ სიყვარულისთვის ვაგრძელებ

მშრალი შიმშილობა მაქვს გამოცხადებული. მიცვალებული ორჯერ არ კვდება, მე სოხუმში დავიღუპე, სიცოცხლეს მხოლოდ სიყვარულისთვის ვაგრძელებ, - ამის შესახებ ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა ზურაბ ჭავჭანიძემ განაცხადა.

მან საკუთარ სასამართლო პროცესზე ვრცლად ისაუბრა.

„მე ვარ სოხუმელი, სოხუმში 15 ვაჟკაცი დავკარგე, თუ გამოვდივარ, მათი სულები არ მაძლევენ საშუალებას გავჩერდე, რადგან მათი თავი რუსებთან ბრძოლამ წამართვა. ხილვასავით მქონდა, რას ნიშნავს რუსული მმართველობა. რუსული მმართველობის ქვეშ მილიონამდე ქართველი მოკლეს, რუსეთის ოცნებაა „საქართველო ქართველების გარეშე"....

მედროშეს მეძახიან, ევროკავშირის და საქართველოს დროშა რომ უჭირავს, ის ვარ მე. დედამიწის ზურგზე ვერავინ ამიხსნის როგორ ვარ ცოცხალი დარჩენილი, ღმერთმა მოახდინა სასწაული.

მშრალი შიმშილობა მაქვს გამოცხადებული. მიცვალებული ორჯერ არ კვდება, მე სოხუმში დავიღუპე, სიცოცხლეს მხოლოდ სიყვარულისთვის ვაგრძელებ... გამარჯვებულები შურს არ იძიებენ არსად და არასდროს",- განაცხადა ჭავჭანიძემ.

ცნობისთვის, ვლადიმერ გველესიანს, ზურაბ ჭავჭანიძეს, სერგო მეგრელიშვილს, გიორგი რურუას, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, გიორგი ქორქიას, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიას, სულხან ტუღუშს, ხვიჩა გოგოხიასა და რამაზ მუმლაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი