თსსუ-ს ევროპის უნივერსიტეტების სპორტული ასოციაციის (EUSA) ასოცირებული წევრის სტატუსი მიენიჭა

ვროპის უნივერსიტეტების სპორტული ასოციაციის (EUSA) აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, EUSA-ს გენერალურმა ასამბლეამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს მიანიჭა EUSA-ს ასოცირებული წევრის სტატუსი. როგორც ასოცირებული წევრებისთვის განკუთვნილ სახელმძღვანელოშია (მუხლი 5) აღნიშნული, უნივერსიტეტები, რომლებიც იღებენ EUSA-ს ასოცირებული წევრის სტატუსს, სარგებლობენ ყველა შესაბამისი უპირატესობით.

EUSA-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა თსსუ-ს ასოცირებული წევრობის სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი გამოუგზავნა.

ევროპის უნივერსიტეტების სპორტული ასოციაცია (EUSA) წევრებად აერთიანებს ეროვნული უნივერსიტეტების სპორტულ ორგანიზაციებს. ამასთან, EUSA უნივერსიტეტებსა და სხვა ორგანიზაციებს აძლევს შესაძლებლობას, შეუერთდნენ ორგანიზაციას ასოცირებული წევრის სტატუსით.

დღემდე, EUSA-ს ასოცირებული წევრის სტატუსი მინიჭებული აქვს 23 ქვეყნის 118 უნივერსიტეტს.

უნივერსიტეტები, რომლებიც იღებენ EUSA-ს ასოცირებული წევრის სტატუსს, სარგებლობენ შემდეგი უპირატესობებით:

  • აქვთ უფლება გახდნენ EUSA-ს უნივერსიტეტების კლუბის წევრი
  • შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ EUSA-ს ღონისძიებებში მათი სტუდენტებისა და გუნდებისთვის უფრო დაბალი შესვლის საფასურით (EUSA-ს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ დადგენილი წესით)
  • პრიორიტეტი ენიჭებათ EUSA-ს სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზატორების შერჩევაში
  • აქვთ უფლება გამოიყენონ EUSA-ს ასოცირებული წევრის ლოგო მათი შიდა პოპულარიზაციისთვის

ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს