მიიტანე შეკვეთა უფასოდ - Black Friday-ის შეთავაზება ბიზნესებს QuickShipper-ისა და „საქართველოს ბანკისგან“

შავი პარასკევის პერიოდში, რომელსაც მომხმარებელთა გამორჩეულად მაღალი აქტიურობა ახასიათებს, ლოჯისტიკური პროცესების შეუფერხებელი მართვა ბიზნესებისთვის პრიორიტეტული ხდება. გაზრდილი შეკვეთების ფონზე, ოპერაციების ოპტიმიზებისთვის, QuickShipper-მა და „საქართველოს ბანკმა“ ბიზნესებისთვის შეთავაზება მოამზადეს.

შეთავაზების ფარგლებში, ბიზნესები შემდეგი ბენეფიტებით ისარგებლებენ:

  1. ერთი მიწოდება საკომისიოს გარეშე: პირველი შეკვეთის აღება და ჩაბარება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სრულიად უსასყიდლოდ განხორციელდება.
  2. ერთთვიანი წვდომა გადასახადის გარეშე: ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, QuickShipper-ის პლატფორმით 1 თვის განმავლობაში საკომისიოს გარეშე ისარგებლონ.

რა არის QuickShipper? ეს არის პლატფორმა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს საქართველოში მოქმედ 10-მდე წამყვან საკურიერო კომპანიას.

QuickShipper ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს:

  • შეადაროს პირობები მომენტალურად: მისამართების შეყვანის შემდეგ, შესაძლებელია ფასებისა და ხელმისაწვდომობის ნახვა რეალურ დროში, ყველა პარტნიორი კომპანიისგან.
  • გამოიძახოს კურიერი მარტივად: პლატფორმაზე შესაძლებელია სასურველი კურიერის შერჩევა და სისტემა ავტომატურად გადასცემს მას შეკვეთას.
  • აკონტროლოს პროცესი: ბიზნესი მიიღებს უნიკალურ tracking ბმულს მეტი გამჭვირვალობისთვის.
  • ისარგებლოს ერთი ფანჯრის პრინციპით: მომხმარებელთა მხარდაჭერა და ანგარიშსწორება სრულად ცენტრალიზებულია.

შეთავაზება მოქმედებს საქართველოს ბანკის პარტნიორი ბიზნესებისთვის, რომლებსაც QuickShipper-ით ჯერ არ უსარგებლიათ: საქართველოს ბანკის იმ ბიზნეს მომხმარებლებს კი, რომლებიც QuickShipper-ის პლატფორმით უკვე სარგებლობენ, შესაძლებლობა აქვთ, საკომისიოზე 50%-იანი ფასდაკლება 1 თვის განმავლობაში გაიაქტიურონ.

შეთავაზებით სარგებლობისთვის დარეგისტრირდით ამ ბმულზე.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ