ვლადიმერ პუტინი - რუსეთი მზად არის დააფიქსიროს, რომ არ აპირებს ევროპაზე თავდასხმას - ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ევროპაზე თავდასხმისთვის ვემზადებით, ცოტა ჭკუაზე არ არიან

რუსეთი მზად არის დააფიქსიროს, რომ არ აპირებს ევროპაზე თავდასხმას. შესაბამისი განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი შეთანხმებების განხილვისას, საჭიროა, ყველაფრის “დიპლომატიურ ენაზე გადაყვანა”.

“ვინაიდან ერთია, მთლიანობაში, ვთქვათ, რომ რუსეთი არ აპირებს ევროპაზე თავდასხმას. ჩვენთვის ეს სასაცილოდ ჟღერს, მართლა. არასდროს არ ვაპირებდით, მაგრამ თუ ჩვენგან სურთ გაგონება, მოდით, ამას დავაფიქსირებთ. კითხვები არაა,” - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, ევროპაში არის ადამიანები, რომლებიც საჯაროდ ამბობენ, რომ რუსეთი ევროპაზე თავდასხმისთვის ემზადება და, პუტინის აზრით, ისინი “ცოტა ჭკუაზე არ არიან”.

“ამისდა მიუხედავად, თუ ეს ყველაფერი გავრცელებულია საზოგადოებრივ გონიერებაში, თუ მათ თავისი მოქალაქეები შეაშინეს და სურთ გაიგონონ, რომ არ ვაპირებთ და ევროპის მიმართ არავითარი აგრესიული გეგმები არ გვაქვს, დაე, მზად ვართ, დავაფიქსიროთ ნებისმიერი ფორმით,” - განაცხადა პუტინმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი