ჰონგ-კონგში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 94-მდე გაიზარდა, 300-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება

ჰონგ-კონგში, საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 94-მდე გაიზარდა, დაშავებულია 76 ადამიანი, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის 300-მდე ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.

გაურკვეველია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ხანძრის დროს კომპლექსში, სადაც, უახლესი აღწერის მონაცემებით, დაახლოებით 4 600 მცხოვრები ცხოვრობს.

მეხანძრეების განცხადებით, იმედოვნებენ, რომ ბინების შემოწმებას დღეს დილით დაასრულებენ.

ჰონგ-კონგის პოლიცია ვარაუდობს, რომ საცხოვრებელი კორპუსებში გაჩენილი ხანძრის სწრაფი გავრცელების მიზეზი, შესაძლოა, სარემონტო სამუშაოების დროს გამოყენებული სახიფათო ხარაჩოები და ქაფის მასალები ყოფილიყო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს