დედაქალაქის მერმა სამგორის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა

სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირის N18-ში, 3 200 კვ.მ ფართობზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა, სადაც 22 უკანონო ავტოფარეხისა და შემოღობვის დემონტაჟი განხორციელდა. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან - ირაკლი ბენდელიანთან და კახა აბულაძესთან ერთად გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოსკოვის გამზირზე კიდევ ერთი ძალიან კარგი პროექტი ხორციელდება. მართალია, ტერიტორია დიდი არ არის, თუმცა, არსებული სივრცე დაკავებული იყო უკანონო შემოღობვებით, ავტოფარეხებით, რომლებიც აუშნოებდა ტერიტორიას. ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობითა და მოთხოვნით, მათი დემონტაჟი განხორციელდა. გამოთავისუფლებულ ადგილზე სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა მოსასვენებელი სივრცეები, ატრაქციონები ბავშვებისთვის. ასევე, სკვერი იქნება განათებული, გამწვანებული და მოწესრიგებული. ადგილობრივებს საშუალება ექნებათ, დაისვენონ, განიტვირთონ და გაერთონ.

ჩვენ ვაგრძელებთ რეკრეაციული სივრცეების მოწყობას. გვინდა, ყველა უბანში შევიდეთ და კორპუსებს შორის არსებული ტერიტორიები გავამწვანოთ და განვაახლოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება საბავშვო გასართობი სივრცე, დამონტაჟდება დამცავი მოაჯირი, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ასევე, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდება სკამები და ურნები.

სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 450 000 ლარი გამოიყო.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, პარლამენტის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი და მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია წიკლაური იმყოფებოდნენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება