კახა კალაძე ოპოზიციაზე - არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი გაერთიანდებიან, თუ დაშლილები იქნებიან - მთავარია, რომ ეს ადამიანები ქვეყნის მტრები არიან

ვინ უნდა გაერთიანდეს?! რანაირად უნდა გაერთიანდნენ?! არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი გაერთიანდებიან, თუ დაშლილები იქნებიან. მთავარია, რომ ეს ადამიანები ქვეყნის მტრები არიან,- ასე პასუხობს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ოპოზიციის ერთიანობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

კახა კალაძის თქმით, ხალხმა მათ შესაბამისი პასუხი გასცა საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნებზე.

„ვინ უნდა გაერთიანდეს?! რანაირად უნდა გაერთიანდნენ?! არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი გაერთიანდებიან, თუ დაშლილები იქნებიან. მთავარია, რომ ეს ადამიანები ქვეყნის მტრები არიან, აგენტურას წარმოადგენენ. უსამშობლო ადამიანები არიან, გარედან იმართებიან. რა მნიშვნელობა აქვს დაშლილები იქნებიან, თუ ცალ-ცალკე?! ერთნი არიან! ხალხმა მათ შესაბამისი პასუხი გასცა საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნებზე“,- აღნიშნა კალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება