ჰონგ-კონგში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 128-მდე გაიზარდა

ჰონგ-კონგში, საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 128-მდე გაიზარდა, დაშავებულია 79 ადამიანი, - ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ შენობებში 16 ცხედარი რჩება. ამასთან, ათობით ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.

ოფიციალური პირების თქმით, ხანძარი ქვედა სართულიდან დაიწყო და ზემოთ ავიდა, თუმცა, გამომწვევი მიზეზი ჯერ კიდევ დადგენილი არ არის და გამოძიება გრძელდება.

ხელისუფლების ცნობით, სახანძრო სიგნალიზაცია რვავე ბლოკში არაეფექტურად მუშაობდა.

ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები დასრულდა, ოპერაციაში 2 300-ზე მეტი მეხანძრე იყო ჩართული.

ჰონგ-კონგის პოლიცია ვარაუდობს, რომ საცხოვრებელი კორპუსებში გაჩენილი ხანძრის სწრაფი გავრცელების მიზეზი, შესაძლოა, სარემონტო სამუშაოების დროს გამოყენებული სახიფათო ხარაჩოები და ქაფის მასალები ყოფილიყო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება