თაზო დათუნაშვილი - იშვიათია განცდა, რომ შენ ქვეყანას მთავრობა ღალატობს და აბარებს იმ მტერს, რომელთანაც უახლოესი სამი ათწლეულის მანძილზე ოთხჯერ იომე - ძნელი წელი იყო, მაგრამ ამავდროულად, იყო იმედის წელი

იშვიათია განცდა, რომ შენ ქვეყანას მთელი შენი მთავრობა ღალატობს და აბარებს იმ მტერს, რომელთანაც სულ მინიმუმ უახლოესი სამი ათწლეულის მანძილზე ოთხჯერ იომე. ძნელი სანახავი წელი იყო, მაგრამ ამავდროულად, იყო იმედის წელი, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველო“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 28 ნოემბრის პოლიტიკური შეფასება ძალიან რთულია იმიტომ, რომ ემოციურად ძალიან მძიმე დღეა.

„საქართველოს უახლეს ისტორიაში ბევრი არაორდინალური წელი ყოფილა, მაგრამ 2025 წელი არის ის წელი, რომელიც ჩვენ გავლიეთ რუსული ჯოჯოხეთის შემობრუნების პროცესში. 2025 წელი არის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წელი უკანასკნელი ათწლეულობის ამ ქვეყნის ისტორიაში.

მძიმე წელია არა იმიტომ, რომ უარესი არაფერი მომხდარა, საქართველომ მისი დამოუკიდებლობის აღდგენის ხანმოკლე ისტორიაში რუსეთთან არაერთი ომი გამოიარა, მაგრამ ასეთი უომარი ჩაბარების, კაპიტულაციის, დიდი მასშტაბური ღალატის განცდა, რომელიც მე პირადად გამიჩნდა და აბსოლუტურად უმრავლესობას გაუჩნდა ერთი წლის წინ, 28 ნოემბერს, ასეთი განცდა ნამდვილად იშვიათია. იშვიათია განცდა, რომ შენ ქვეყანას მთელი შენი მთავრობა ღალატობს და აბარებს იმ მტერს, რომელთანაც სულ მინიმუმ უახლოესი სამი ათწლეულის მანძილზე ოთხჯერ იომე. ძნელი სანახავი წელი იყო, მაგრამ ამავდროულად, იყო იმედის წელი, რომ საქართველოში იზრდებიან და გაიზრდებიან მომავალი თაობები, რომლებსაც ეს ეროვნული განცდა არსად არ მისდით, არ დაუკარგავთ და იგივე შემართებით იბრძვიან ქუჩაში, რა შემართებითაც ქართველი გმირები რუსების წინააღმდეგ იბრძოდნენ აფხაზეთში, სამაჩაბლოში და სხვაგან.

გმირობის, თავდადების, თავგანწირვის და თავისუფლების სიყვარულის წელი იყო იმ სიმძიმის პარალელურად, რაც მთავრობის გამყიდველობამ გამოიწვია. ამ დღის პოლიტიკური შეფასება ძალიან რთულია იმიტომ, რომ ემოციურად ძალიან მძიმე დღეა“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

მისი თქმით, ეს ერთი წელი არ ჩაივლის უიმედოდ და უშედეგოდ.

„ბრძოლა, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო, აუცილებლად დასრულდება ჩვენი გამარჯვებით. ეს არის გარდაუვალი. ეს გამარჯვება იქნება ქუჩებში, სახლებში, ყველა სახელმწიფო ინსტიტუციაში იმიტომ, რომ ღალატი, მუხთლობა, გამყიდველობა საბოლოოდ ვერასდროს იმარჯვებს. შეიძლება კობახიძეს ჰგონია დროებით გაიმარჯვა, მაგრამ, ასე არ არის“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო