ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩავიდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩაფრინდა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

რუსული მედიის ცნობით, ორბანის თვითმფრინავი „ვნუკოვოს“ აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.

„მოსკოვში ჩასვლა ომის გამო ისეთი მარტივი არ არის, როგორც ადრე, ამიტომ დიდი შემოვლითი გზის გავლა მოგვიწევს. დღეს რუსეთის პრეზიდენტს შევხვდებით“, - განუცხადა ორბანმა ჟურნალისტებს გამგზავრებამდე ბუდაპეშტის აეროპორტში.

მისი თქმით, ევროპაში დიდი ბრძოლა მიმდინარეობს, დიდი რყევებით, ფასები სტაბილურად იზრდებოდა, რაც დასავლეთ ევროპის ოჯახებსა და ეკონომიკებზე ზეწოლას ახდენს

„ამჟამად უნგრეთს ევროპაში ენერგომატარებლებზე ყველაზე დაბალი ფასები აქვს. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ გვაქვს წვდომა იაფ რუსულ ნავთობსა და გაზზე, რომლებიც იაფია საერთაშორისო ფასებთან შედარებით“, - აღნიშნა ორბანმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება