მიხეილ ჯანელიძე - საქართველოს ევროკავშირთან დაშორება დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს - მინდა გამოვხატო დიდი პატივისცემა ყველა პოლიტპატიმრისადმი და მოქალაქისადმი, რომელიც არ ეგუება რეჟიმს

საქართველოს ევროკავშირთან და ევროპულ ღირებულებებთან დაშორება დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს - „ქართული ოცნება“ მეტად იკეტება საკუთარ თავში და მოსახლეობის ნებას შორდება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე წერს.

„ერთი წლის წინ, საზოგადოების დიდმა ნაწილმა გამოხატა მტკიცე პროტესტი „ქართული ოცნების” მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა პროცესის შესაჩერებლად.

საქართველოს დაშორება ევროკავშირთან და ევროპულ ღირებულებებთან დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. „ქართული ოცნება“ მეტად იკეტება საკუთარ თავში და შორდება მოსახლეობის ნებას.

დღეს, საპროტესტო განწყობა საზოგადოებაში კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე იყო ერთი წლის წინ. დიდწილად, ეს იმ ხალხის შედეგია, ვინც განუწყვეტლად აპროტესტებს არსებულ რეალობას.

მინდა გამოვხატო დიდი პატივისცემა და სოლიდარობა ყველა პოლიტპატიმრისადმი, და ასევე, იმ მოქალაქისადმი, რომელიც არ ეგუება რეჟიმს“, - წერს მიხეილ ჯანელიძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება