თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წელი ტრადიციულად ერთობლივი ღონისძიებით შეაჯამეს. თიბისის მულტიფუნქციურ სივრცეში პარტნიორებისთვის გამართულ კონფერენციაზე 2026 წლის ეკონომიკურ მოლოდინებსა და გამოწვევებზეც იმსჯელეს.

სავაჭრო რეჟიმების ცვლილებები, ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება და მსოფლიოში მშვიდობის დამყარების მცდელობები - ის ფაქტორებია, რომლებიც დღეს გლობალურ ეკონომიკას განსაზღვრავს, კერძო სექტორს კი მკვეთრი ცვლილებებისკენ უბიძგებს.

“როგორც თიბისისა და ამერიკის სავაჭრო პალატის მმართველი გუნდის წევრი, მოხარული ვარ, რომ უკვე მეოთხედ ვმასპინძლობთ ერთობლივ ღონისძიებას, რომელსაც AmCham-ის წევრები და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებიან. თიბისისთვის, როგორც ბიზნესის N1 მხარდამჭერისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს პარტნიორებს სანდო და დროული ინფორმაცია პირველებმა მივაწოდოთ. მსგავსი ღონისძიებებით ბიზნესს საშუალებას ვაძლევთ, დაინახოს ფართო სურათი; გააანალიზოს გამოწვევები და შესაძლებლობები; და რაც მთავარია, დაიწყოს ადაპტაცია ახალ რეალობასთან”,- გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

„მსოფლიო ეკონომიკის განვითარება დღეს საკმაოდ რთული დინამიკით გამოირჩევა და მოხარული ვარ, რომ ჩვენ - ამერიკის სავაჭრო პალატამ და თიბისიმ - ერთად ჩამოვაყალიბეთ მოქნილი ქვე-პლატფორმა, სადაც კერძო სექტორი იღებს ყველაზე ობიექტურ, ხარისხიან და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაც შემდგომში მათ ეხმარებათ, იყვნენ გრძელვადიანად კონკურენტუნარიანები, ეფექტიანად მართონ რისკები და მოერგონ ცვლილებებს. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი, რათქმაუნდა, ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებას ემსახურება“,- ირაკლი ბაიდაშვილი, ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს