რკინიგზის, რკინიგზის სადგურებისა და სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის დაცვას კერძო დაცვითი ორგანიზაციები ვეღარ განახორციელებენ

რკინიგზის, რკინიგზის სადგურებისა და სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის დაცვას კერძო დაცვითი ორგანიზაციები ვეღარ განახორციელებენ. რკინიგზის სადგურებში ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის დაცვა, რკინიგზასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა იქნება.

შესაბამისი ცვლილება “სარკინიგზო კოდექსში“ შედის, რომელიც პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა.

როგორც ინიციატორი განმარტავს, დღეის მდგომარეობით, რკინიგზის ინფრასტრუქტურის დაცვას ნაწილობრივ კერძო დაცვითი ორგანიზაციები ახორციელებენ, რაც მისივე შეფასებით, სარკინიგზო უსაფრთხოების ერთიანობას საფრთხეს უქმნის.

„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია კანონში პირდაპირ ჩაიწეროს, რომ მსვლელობის გზაზე და რკინიგზის სადგურებში ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვას განახორციელებს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, რკინიგზასთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე“, - აღნიშნულია პროექტის განმატებით ბარათში.

ტვირთის ნუსხას რკინიგზა დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებით დაადგენს.

კანონის პროექტის პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!