გიორგი გაბუნია - ფიშერი საქართველოში დაბრუნდა და ისევ გააქტიურდა - ეს თუ შიდა ჩარევა არ არის, აბა რა არის?! ეს არის თვალებში ნაცრის შეყრა

ფიშერი საქართველოში დაბრუნდა და ისევ გააქტიურდა - ვნახეთ, როგორ განცხადებებს აკეთებდა, ხვდებოდა ოპოზიციის წარმომადგენლებს. ეს თუ შიდა ჩარევა არ არის, აბა რა არის?! ეს არის ჩვეულებრივად თვალებში ნაცრის შეყრა, - ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ფიშერს კონკრეტულ საკითხებზე სუბიექტური პოზიციები აქვს და „არ შეიძლება ეს ელჩის პოზიცია იყოს“.

„ფიშერი დაბრუნდა საქართველოში და ისევ გააქტიურდა. მისი განცხადებებიდან ყველაზე საინტერესო იყო ერთი რამ, რომ ის არის გერმანიის ელჩი და იცავს გერმანიის ინტერესებს. ასე თქვა მან ინტერვიუში, რაც არის პრინციპში, სრული სიმართლე. ჩვენ როდესაც ვუსმენთ გერმანიის ელჩს, უნდა გვახსოვდეს, რომ მისი თითოეული სიტყვა, წინადადება და ქმედება განპირობებულია გერმანიის ინტერებიდან გამომდინარე და არა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. რა ქმედებებს ახორციელებდა ბატონი ელჩი ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, როგორ განცხადებებს აკეთებდა, როგორ ხვდებოდა ოპოზიციის კონკრეტულ წარმომადგენლებს, ეს თუ შიდა ჩარევა არ არის, აბა რა არის?! ეს არის ჩვეულებრივად თვალებში ნაცრის შეყრა. საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად დაინახა. ჩვენი საზოგადოება ძალიან ბრძენია და ძალიან კარგად იაზრებს ყველა იმ ქმედებას და განცხადებას, რომელსაც ჩვენ ვხედავთ არა მარტო ელჩების, არამედ მათი უფროსების მხრიდან.

ფიშერი ამბობდა, თითქოს, საქართველოში გამოხატვის თავისუფლება არის საფრთხის ქვეშ. ესეც ნათლად აჩვენებს, რომ მისი პოზიცია და განცხადება აბსოლუტურად სუბიექტურია და ის არის კონკრეტული პოლიტიკური პოზიციის მატარებელი და არა ელჩის. ეს არ შეიძლება ელჩის პოზიცია იყოს,“ - განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, პეტერ ფიშერმა „რადიო თავისუფლებასთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „შეგიძლიათ, გქონდეთ უცხოური ძალის აგენტების, გამჭვირვალობის შესახებ კანონები, გრანტების შესახებ კანონი, მაგრამ ამ კანონებით ევროკავშირში ვერ გაწევრიანდებით".

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება