„საქართველოს ბანკის“ ორგანიზებით, ქალი მეწარმეებისთვის ფინანსური განათლების ვორკშოპი გაიმართება

„საქართველოს ბანკი“, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, 3 დეკემბერს, მეწარმე ქალებისთვის ფინანსური განათლების ვორკშოპი ჩატარდება და მას მირანდა მანჯგალაძე, საცალო ვაჭრობის სფეროს ექსპერტი და ბიზნეს ქოუჩი გაუძღვება.

ვორკშოპი მეწარმე ქალებს მისცემს ცოდნასა და ინსტრუმენტები, რომლებიც ბიზნესის მდგრადი ზრდისთვის აუცილებელია. შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში გაიმართება, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, აქტიურად ჩაერთონ დისკუსიაში, დასვან მათთვის მნიშვნელოვანი კითხვები და პრაქტიკული მაგალითების მიხედვით საკუთარი ბიზნესის საჭიროებები გააანალიზონ.

ვორკშოფზე განიხილება:

  • ხარჯების სტრუქტურა;
  • საფასო სტრატეგიის სწორად შერჩევა;
  • ფინანსური ანგარიშგებების კითხვისა და ინტერპრეტაციის ძირითადი პრინციპები;
  • ფინანსური კოეფიციენტები, რომლებიც ხარჯების ოპტიმიზაციის ან ბიზნესის გაფართოების საჭიროებაზე მიანიშნებს;
  • მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება ბიზნესის ყოველდღიურ ოპერაციებში.

შეხვედრა ჩატარდება საქართველოს ბანკის 4B ფილიალში (ალექსანდრე ყაზბეგის N15), 3 დეკემბერს 16:00 საათზე.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

ინფორმაციისთვის, ვორკშოპი ტარდება მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში და განკუთვნილია მხოლოდ ქალი მეწარმეებისთვის.

ვორკშოპი პლატფორმა Business 360-ის ნაწილია. ეს საქართველოს ბანკის ერთიანი სივრცეა, რომელიც ბიზნესის დასაწყებად, გასაფართოებლად და საწარმოო პროცესების გასაუმჯობესებლად საჭირო რესურსებს: კონსულტაციებს, საგანმანათლებლო პროექტებს, კვლევებსა და ღონისძიებებს მოიცავს.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის